გიორგი ვოლსკი ხაზარაძეზე: ჯარისთვის მოწოდება დანაშაულია. სახელმწიფოს ნგრევას გამოიწვევს თუ კი ამ მოწოდების რეალიზაცია მოხდა მაგრამ გეგმას წინ უდგას ჩვენი სამხედროების განწყობა, რომელიც არის მიმართული ქვეყნის დაცვისაკენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
53 24 დეკემბერი 2024, 14:47

ჯარისთვის მოწოდება დანაშაულია, - ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი მამუკა ხაზარაძის მოწოდებას.

მისი თქმით, ხაზარაძის მოწოდებას წინ უდგას ქართველი სამხედროების განწყობა, რომელიც ქვეყნის დაცვისკენ არის მიმართული.

„ჯარისთვის მოწოდება არ არის ხაზარაძის მოგონილი და ნოუჰაუ. ყველა მოუწოდებს ჯარსაც, პოლიციას, სამართალდამცავ სტრუქტურებს და სახელმწიფო სტრუქტურებს საბოტაჟისაკენ. რა საკვირველია, ეს სახელმწიფოს ნგრევას გამოიწვევს თუ კი ამ მოწოდების რეალიზაცია მოხდა. მაგრამ გეგმას წინ უდგას ჩვენი სამხედრო ძალების თითოეული შემადგენელი ნაწილის, სტრუქტურის და კონკრეტული ადამიანების განწყობა, რომელიც არის მიმართული ქვეყნის დაცვისაკენ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა: „მივმართავ ქართულ ჯარს, ე.წ. ახალ პრეზიდენტს არ უნდა დაემორჩილონ, მათ უარი უნდა განაცხადონ ინაუგურაციაში მონაწილეობაზე“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას გააიოლებს – ეს პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტია „ურჩი“ ქვეყნების წინააღმდეგ
ევროკავშირი „ურჩი“ ქვეყნების დასასჯელად უვიზო რეჟიმის ცვლილებას ამზადებს
ნაცრეჟიმის მიერ ნაწამები, ნელი სიკვდილით განადგურებული სულხან მოლაშვილი ერთ-ერთი სამხილია თუ რატომ უნდა აიკრძალოს ფაშისტი „ნაციონალური მოძრაობა“,
ევროკავშირში დემოკრატიის არსის განხილვა გვჭირდება იმაზე, რაც მოხდა რუმინეთში, საფრანგეთში არჩევნებთან და დასავლეთის მიერ საქართველოსა და სერბეთში ორგანიზებულ „მაიდნებთან“ დაკავშირებით
ცილი სწამო სოზარ სუბარს სააკაშვილის რეჟიმის „გაპრავებაში" და კონფორმიზმში - მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც საკუთარ სინდისს, აქვს თუ არ აქვს, კატეგორია „არ მახსოვს" მიაკუთვნებს
არქივი