ზურაბიშვილმა ხომ იცის, რომ მაქსიმუმ მასთან ვინც ხელისუფლებიდან მივა, ეს სამართალდამცავები იქნებიან - ხალხი, რომელიც ერთკვირიანი მობილიზაციით თბილისში ჩამოიყვანეს, სალომემ გაამაიმუნა და გადაგდო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
62 22 დეკემბერი 2024, 23:39
ხალხი, რომელიც ერთკვირიანი მობილიზაციით თბილისში ჩამოიყვანეს, სალომემ გაამაიმუნა და გადაგდო, თან მერამდენედ, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ზურაბიშვილმა, რომელიც 29 დეკემბრიდან საბოლოოდ “განულდება”, თავადაც კარგად იცის, რომ მაქსიმუმ, მადთან შეიძლება ხელისუფლებიდან სამართალდამცველები მივიდნენ და პრეზიდენტის სასახლის დატოვება მოსთხოვონ.

„ხელმარცხნივ ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო გახლავთ, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას, სალომე ზურაბიშვილის გამო უბრაზდება, ხელმარჯნივ კი თავად სალომე ზურაბიშვილია, რომელმაც დღევანდელ აქციაზე ხელისუფლებას მოუწოდა ამ ერთი კვირის განმავლობაში მასთან (ორბელიანების სასახლეში) მივიდნენ და ახალი არჩევნების თარიღზე შეუთანხმდნენ.

ეს ნატალი ლუზო ევროპარლამენტში კიდევ იქნება და ათას სისულელეს იტყვის კიდევ, ნეტავ ვის ანაღვლებს ან ვინ უსმენს. აი, რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, თვითონაც ხომ იცის, რომ მაქსიმუმ მასთან ვინც ხელისუფლებიდან მივა ეს სამართალდამცავები იქნებიან, რომლებიც თავაზიანად სთხოვენ დატოვოს პრეზიდენტის სასახლე. ისიც აუცილებლად უნდა ვთქვათ ეს ხალხი, რომელიც ერთკვირიანი მობილიზაციით თბილისში ჩამოიყვანეს, სალომემ გაამაიმუნა და გადაგდო, თან მერამდენედ. ყველამ კარგად გაიხსენოს სალომეს თუნდაც ერთი სიტყვა ან "მუქარა" რაც მან შეასრულა, 29 დეკემბრიდან კი საბოლოოდ განულდება !!!” - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას გააიოლებს – ეს პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტია „ურჩი“ ქვეყნების წინააღმდეგ
ევროკავშირი „ურჩი“ ქვეყნების დასასჯელად უვიზო რეჟიმის ცვლილებას ამზადებს
ნაცრეჟიმის მიერ ნაწამები, ნელი სიკვდილით განადგურებული სულხან მოლაშვილი ერთ-ერთი სამხილია თუ რატომ უნდა აიკრძალოს ფაშისტი „ნაციონალური მოძრაობა“,
ევროკავშირში დემოკრატიის არსის განხილვა გვჭირდება იმაზე, რაც მოხდა რუმინეთში, საფრანგეთში არჩევნებთან და დასავლეთის მიერ საქართველოსა და სერბეთში ორგანიზებულ „მაიდნებთან“ დაკავშირებით
ცილი სწამო სოზარ სუბარს სააკაშვილის რეჟიმის „გაპრავებაში" და კონფორმიზმში - მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც საკუთარ სინდისს, აქვს თუ არ აქვს, კატეგორია „არ მახსოვს" მიაკუთვნებს
არქივი