გიორგი გამსახურდია სალომე ზურაბიშვილზე: ისეთი გარეწარია, შევარდნაძეც კი ცდილობდა მაქსიმალურად არ შეეტენა, თუმცა მოგვიანებით მისმა აღზრდილმა მიშიკომ, შეუსრულა ედიკას და თავის პატრონებს თხოვნა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
46 22 დეკემბერი 2024, 23:28
გიორგი გამსახურდია პლატფორმა X-ზე სალომე ზურაბიშვილის თაობაზე წერს და აღნიშნავს, რომ ისეთი გარეწარია, ედუარდ შევარდნაძეც კი ცდილობდა მაქსიმალურად არ შეეტენა ის. 

მისივე თქმით, შევარდნაძე ამბობდა, რომ  იმდენი  რუსების ხალხი ჰყავდა შეტენილი, რომ ზურაბიშვილი უკვე ზედმეტი იქნებოდა. 

"ეს,საზოგადოებამ უნდა იცოდეს ისევე როგორც სხვა ბევრი რამე ამ ქალის შესახებ. პლატფორმა X-ზე ტექსტურად ვერ დაეტეოდა აღნიშნული ამბავი,ამიტომ ამ სახით შემოგთავაზებთ. ყველა წერტილი და მძიმე, სრული სიმართლეა,თუმცა ეს ერთი მცირედი ბნელი შტრიხია ამ მავნებელი ქალის, მავნებელი ბიოგრაფიიდან.

სადღაც 1998 წელს, სალომეს მეუღლემ(წარსულში მისი შვილის ნათლიამ), ჯანრი კაშიამ, მედეა მეზვრიშვილს სთხოვა რომ შევარდნაძესთან ეშუამდგომლა სალომეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დანიშვნის თაობაზე.

მედეა მივიდა შევარდნაძესთან და უთხრა არსებული ვითარების შესახებ. შევარდნაძე დაფიქრებულა სადღაც 2–3 წუთი და შემდეგ მოუბრუნდა მედეას და ეუბნება; მედეაო, ახლა, აქ მეო, იმდენი მყავს რუსების ხალხი შემოტენილი, ეგ უკვე ზედმეტი იქნებაო.

გაახსენდება სალომეს ეგ ამბავი, რომ წაიკითხავს. ისეთი გარეწარია, შევარდნაძეც კი ცდილობდა მაქსიმალურად არ შეეტენა, თუმცა მოგვიანებით მისმა აღზრდილმა მიშიკომ, შეუსრულა ედიკას და თავის პატრონებს მაინც თხოვნა მოგვიანებით", - წერს გიორგი გამსახურდია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას გააიოლებს – ეს პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტია „ურჩი“ ქვეყნების წინააღმდეგ
ევროკავშირი „ურჩი“ ქვეყნების დასასჯელად უვიზო რეჟიმის ცვლილებას ამზადებს
ნაცრეჟიმის მიერ ნაწამები, ნელი სიკვდილით განადგურებული სულხან მოლაშვილი ერთ-ერთი სამხილია თუ რატომ უნდა აიკრძალოს ფაშისტი „ნაციონალური მოძრაობა“,
ევროკავშირში დემოკრატიის არსის განხილვა გვჭირდება იმაზე, რაც მოხდა რუმინეთში, საფრანგეთში არჩევნებთან და დასავლეთის მიერ საქართველოსა და სერბეთში ორგანიზებულ „მაიდნებთან“ დაკავშირებით
ცილი სწამო სოზარ სუბარს სააკაშვილის რეჟიმის „გაპრავებაში" და კონფორმიზმში - მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც საკუთარ სინდისს, აქვს თუ არ აქვს, კატეგორია „არ მახსოვს" მიაკუთვნებს
არქივი