თამთა მეგრელიშვილი: სალომე ზურაბიშვილს არ ესმის, რომ ხელისუფლების წყაროა ხალხი და ამომრჩეველთა უმრავლესობამ ქვეყნის მართვის ლეგიტიმაცია არჩევნების გზით უკვე გადასცა „ქართულ ოცნებას"
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
76 21 დეკემბერი 2024, 19:46

საქართველოს წარმავალმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები და ის მზად არის, ამ საკითხთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდეს. სალომე ზურაბიშვილმა ღიად დააფიქსირა, რომ ზეწოლა უნდა მოხდეს ბიძინა ივანიშვილზე, რათა ის აიძულონ დაინიშნოს ახალი არჩვენები რაც სამართლებრივად ნონსენსია,- წერს თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, სამწუხაროდ სალომე ზურაბიშვილს არ ესმის, რომ ხელისუფლების წყაროა ხალხი და ამომრჩეველთა უმრავლესობამ ქვეყნის მართვის ლეგიტიმაცია არჩევნების გზით უკვე გადასცა "ქართულ ოცნებას".

„საქართველოს წარმავალმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები და ის მზად არის, ამ საკითხთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდეს.

სალომე ზურაბიშვილმა ღიად დააფიქსირა, რომ ზეწოლა უნდა მოხდეს ბიძინა ივანიშვილზე, რათა ის აიძულონ დაინიშნოს ახალი არჩვენები რაც სამართლებრივად ნონსენსია...

სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური ენა სახელისუფლებო გუნდთან ურთიერთობაში გაისმის პოლიტიკურად "მაღალ რეგისტრში" თუმცა გაუგებარია ამის საფუძველს მას რა აძლევს.

სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ საკუთარი სტატუსის გამოყენებით ის მოასწრებს და გავლენას მოახდენს ბიძინა ივანიშვილზე და ჩატარდება ხელახალი არჩევნები.

სამწუხაროდ სალომე ზურაბიშვილს არ ესმის, რომ ხელისუფლების წყაროა ხალხი და ამომრჩეველთა უმრავლესობამ ქვეყნის მართვის ლეგიტიმაცია არჩევნების გზით უკვე გადასცა "ქართულ ოცნებას".

შესაბამისად ხალხის არჩევანი კანონია და ამ არჩევანს არავინ გადავა, თუნდაც კოლექტიური დასავლეთიდან საგანგებოდ დავალებული შესასრულებლად სავალდებულო დესტრუქციული სცენარისთვის,”- წერს თამთა მეგრელიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას გააიოლებს – ეს პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტია „ურჩი“ ქვეყნების წინააღმდეგ
ევროკავშირი „ურჩი“ ქვეყნების დასასჯელად უვიზო რეჟიმის ცვლილებას ამზადებს
ნაცრეჟიმის მიერ ნაწამები, ნელი სიკვდილით განადგურებული სულხან მოლაშვილი ერთ-ერთი სამხილია თუ რატომ უნდა აიკრძალოს ფაშისტი „ნაციონალური მოძრაობა“,
ევროკავშირში დემოკრატიის არსის განხილვა გვჭირდება იმაზე, რაც მოხდა რუმინეთში, საფრანგეთში არჩევნებთან და დასავლეთის მიერ საქართველოსა და სერბეთში ორგანიზებულ „მაიდნებთან“ დაკავშირებით
ცილი სწამო სოზარ სუბარს სააკაშვილის რეჟიმის „გაპრავებაში" და კონფორმიზმში - მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც საკუთარ სინდისს, აქვს თუ არ აქვს, კატეგორია „არ მახსოვს" მიაკუთვნებს
არქივი