ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციაზე: ერთი თვე მომიცია, ჯერ სალომეს გინებას დაიწყებენ, ხოლო მერე მოიფიქრებენ რაიმე მიზეზს, პარლამენტში თავპირისმტვრევით შესასვლელად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
59 21 დეკემბერი 2024, 19:28

ჩრდილშია გადასაბმელი, ძალიან დააჭირა... - ასე ეხმიანება "ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც, მზად არის ახალი არჩევნების დანიშვნის საკითხზე ბიძინა ივანიშვილს შეხვდეს.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ოპოზიცია ერთ თვეში ჯერ სალომეს გინებას დაიწყებს, ხოლო მერე მოიფიქრებენ რაიმე მიზეზს, პარლამენტში თავპირისმტვრევით შესასვლელად.

"ჩრდილშია გადასაბმელი, ძალიან დააჭირა...

მიდი სალომე, უკანაც ვეღარ დაიხევ, ისეთი სახეებით გიდგანან, რომ პირველი გინება მაგათგან წამოვა.

ჯერ სადა ხართ, მალე შემოსაკავებლები გახდებით.

რა არჩევნებს ნიშნავთ, ბიუჯეტი დამტკიცდა, პრეზიდენტი აირჩია პარლამენტმა, "ეუთოს" დასკვნა დაიდო და ახლა მაქსიმუმ, ერთმანეთში თუ ჩაატარებთ არჩევნებს - ვინ უნდა აღმოჩნდეს განტევების ვაცი და ვის უნდა დაჰბრალდეს, მთელი ეს ბარდაგი, რაც თავს დამართეთ?!

ჰო და - ერთი თვე მომიცია, ჯერ სალომეს გინებას დაიწყებენ, ხოლო მერე მოიფიქრებენ რაიმე მიზეზს, პარლამენტში თავპირისმტვრევით შესასვლელად", - წერს ზურაბ ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას გააიოლებს – ეს პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტია „ურჩი“ ქვეყნების წინააღმდეგ
ევროკავშირი „ურჩი“ ქვეყნების დასასჯელად უვიზო რეჟიმის ცვლილებას ამზადებს
ნაცრეჟიმის მიერ ნაწამები, ნელი სიკვდილით განადგურებული სულხან მოლაშვილი ერთ-ერთი სამხილია თუ რატომ უნდა აიკრძალოს ფაშისტი „ნაციონალური მოძრაობა“,
ევროკავშირში დემოკრატიის არსის განხილვა გვჭირდება იმაზე, რაც მოხდა რუმინეთში, საფრანგეთში არჩევნებთან და დასავლეთის მიერ საქართველოსა და სერბეთში ორგანიზებულ „მაიდნებთან“ დაკავშირებით
ცილი სწამო სოზარ სუბარს სააკაშვილის რეჟიმის „გაპრავებაში" და კონფორმიზმში - მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც საკუთარ სინდისს, აქვს თუ არ აქვს, კატეგორია „არ მახსოვს" მიაკუთვნებს
არქივი