ედიშერ გვენეტაძე: ეუთო/ოდირის დასკვნაში ცალსახადაა ნათქვამი, რომ საქართველოში საარჩევნო ადმინისტრირების პროცესი იყო დადებითი. ეს შენიშვნები ანგელოზების სიმღერაა იმასთან შედარებით, რაც ორგანიზაციამ აშშ-ში 5 ნოემბრის არჩევნეზე დადო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
54 21 დეკემბერი 2024, 15:18

ეუთო/ოდირის დასკვნაში ცალსახად არის ნათქვამი, რომ საქართველოში საარჩევნო ადმინისტრირების პროცესი იყო დადებითი. ეუთო/ოდირის დასკვნაში არსად არ წერია საარჩევნო ბიულეტენების ე.წ. გაჟონვაზე, ე.წ. საარჩევნო აპარატურის გაუმართაობაზე, ე.წ. კარუსელებზე, ამომრჩევლის მიმართ ე.წ. ზეწოლაზე, ე.წ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე და საბოლოოდ არჩევნების ე.წ. გაყალბებაზე,- წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, ეუთო/ოდირის შენიშვნები საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე ანგელოზის სიმღერაა იმასთან შედარებით, რაც ამ ორგანიზაციამ აშშ-ში 5 ნოემბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ დადო და მიუხედავად არაერთი ნეგატიური შეფასებისა, არავის აზრადაც არ მოსვლია, რომ აშშ-ში ჩატარებული არჩევნები გაყალბებულად გამოეცხადებინა.

„ეუთო/ოდირის დასკვნაში ცალსახად არის ნათქვამი, რომ საქართველოში საარჩევნო ადმინისტრირების პროცესი იყო დადებითი. ეუთო/ოდირის დასკვნაში არსად არ წერია საარჩევნო ბიულეტენების ე.წ. გაჟონვაზე, ე.წ. საარჩევნო აპარატურის გაუმართაობაზე, ე.წ. კარუსელებზე, ამომრჩევლის მიმართ ე.წ. ზეწოლაზე, ე.წ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე და საბოლოოდ არჩევნების ე.წ. გ ა ყ ა ლ ბ ე ბ ა ზ ე!

უფრო მეტიც ის შენიშვნები ანგელოზების სიმღერაა იმასთან შედარებით, რაც ამ ორგანიზაციამ აშშ-ში 5 ნოემბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ დადო. სახელდობრ, მიუხედავად არაერთი ნეგატიური შეფასებისა, არავის აზრადაც არ მოსვლია აშშ-ში ჩატარებული არჩევნების გაყალბებულად გამოცხადება. უფრო მეტიც სასტიკად დამარცხებულმა, მიულოცა გამარჯვებულს არჩევნების მოგება

გადახედეთ საქართველოში ოპოზიციის 2020 წლის არჩევნების შემდგომდროინდელ უმსგავსობებს. ისინი დღესაც ერთი-ერთში ზუსტად იგივეს იმეორებენ, რასაც 2020-2021 წწ. სჩადიოდნენ, რამდენიმე თვის განმავლობაში. რომელიც საბოლოოდ პარლამენტში "პუფი" დეპუტატების კისრისტეხით შევარდნით და განაცდენი თვეების ხელფასების ანაზღაურებით დასრულდა.
ასე იქნება უახლოეს მომავალშიც.

სულ ესაა და ეს გარედ და შინ ატეხილი ამ უსაშინლესი ვაკხანალიის მთავარი არსი,“- წერს ედიშერ გვენეტაძე

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას გააიოლებს – ეს პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტია „ურჩი“ ქვეყნების წინააღმდეგ
ევროკავშირი „ურჩი“ ქვეყნების დასასჯელად უვიზო რეჟიმის ცვლილებას ამზადებს
ნაცრეჟიმის მიერ ნაწამები, ნელი სიკვდილით განადგურებული სულხან მოლაშვილი ერთ-ერთი სამხილია თუ რატომ უნდა აიკრძალოს ფაშისტი „ნაციონალური მოძრაობა“,
ევროკავშირში დემოკრატიის არსის განხილვა გვჭირდება იმაზე, რაც მოხდა რუმინეთში, საფრანგეთში არჩევნებთან და დასავლეთის მიერ საქართველოსა და სერბეთში ორგანიზებულ „მაიდნებთან“ დაკავშირებით
ცილი სწამო სოზარ სუბარს სააკაშვილის რეჟიმის „გაპრავებაში" და კონფორმიზმში - მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც საკუთარ სინდისს, აქვს თუ არ აქვს, კატეგორია „არ მახსოვს" მიაკუთვნებს
არქივი