ნინო ფოჩხუა ბრიტანეთის დაწესებულ სანქციებზე: კომედიის ჟანრს სცილდება სანქციების დაწესება. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ვიდეო მასალა არსებობს როგორ უსწორდებიან პოლიციელებს აქციის მონაწილენი ამას რატომღაც არ იმჩნევენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
86 19 დეკემბერი 2024, 22:56

კომედიის ჟანრს სცილდება სანქციების დაწესება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის. დიდმა ბრიტანეთმა ხუთ, ძალოვანი სტრუქტურის მაღალჩინოსანს დაუწესა სანქციები. საბაბი კი ამ კომედიის არის ქართველი ძალოვნების მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენება მშვიდობიან დემონსტრანტებზე, - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, ნუ ჰგონია ვინმეს, რომ ეს სანქციები ვინმეს შეაშინებს.

„უკვე კომედიის ჟანრს სცილდება სანქციების დაწესება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის.

დღეს უკვე დიდმა ბრიტანეთმა ხუთ, ძალოვანი სტრუქტურის მაღალჩინოსანს დაუწესა სანქციები, რომელიც მოიცავს აქტივების დაყადაღებას და სამოგზაურო შეზღუდვას. საბაბი კი ამ კომედიის არის ქართველი ძალოვნების მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენება მშვიდობიან დემონსტრანტებზე. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ვიდეო მასალა არსებობს იმისა თუ როგორ უსწორდებიან პოლიციელებს აქციის მონაწილენი მოლოტოვის კოქტეილებით, როგორ ესვრიან დამიზნებით პიროტექნიკას და ბლაგვ საგნებს, ამას რატომღაც არ იმჩნევენ.

ამიტომ ფარსია ეს ყველაფერი, რომელსაც ორი პარასკევი აქვს დარჩენილი და ნუ ჰგონია ვინმეს, რომ ეს სანქციები ვინმეს შეაშინებს, ამერიკის და ევროპის სანქციები არ იყო ამის დასტური?“, - წერს ნინო ფოჩხუა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას გააიოლებს – ეს პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტია „ურჩი“ ქვეყნების წინააღმდეგ
ევროკავშირი „ურჩი“ ქვეყნების დასასჯელად უვიზო რეჟიმის ცვლილებას ამზადებს
ნაცრეჟიმის მიერ ნაწამები, ნელი სიკვდილით განადგურებული სულხან მოლაშვილი ერთ-ერთი სამხილია თუ რატომ უნდა აიკრძალოს ფაშისტი „ნაციონალური მოძრაობა“,
ევროკავშირში დემოკრატიის არსის განხილვა გვჭირდება იმაზე, რაც მოხდა რუმინეთში, საფრანგეთში არჩევნებთან და დასავლეთის მიერ საქართველოსა და სერბეთში ორგანიზებულ „მაიდნებთან“ დაკავშირებით
ცილი სწამო სოზარ სუბარს სააკაშვილის რეჟიმის „გაპრავებაში" და კონფორმიზმში - მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც საკუთარ სინდისს, აქვს თუ არ აქვს, კატეგორია „არ მახსოვს" მიაკუთვნებს
არქივი