დავით ჩიხელიძე: გომელაურის სიძლიერე კიდევ ერთხელ დადასტურდა, როცა ასე გააფთრებით გებრძვიან, ნიშნავს, რომ ლიბერალებისთვის დიდ საფრთხეს და ძალას წარმოადგენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
53 19 დეკემბერი 2024, 22:24
ექსპერტი დავით ჩიხელიძე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის წინააღმდეგ დაწესებულ ფინანსურ სანქციებს ეხმიანება და წერს, რომ „როცა ასე გააფთრებით გებრძვიან, ნიშნავს, რომ ლიბერალებისთვის დიდ საფრთხეს და ძალას წარმოადგენ! პატივია, ემსახურებოდე შენს ქვეყანას და მოხვდე სანქცირებულთა სიაში“.

მისივე თქმით, რამდენიმე ათეულ დღეში სანქციები არავის ემახსოვრება, მაგრამ ყველას გვემახსოვრება, რომ სამშობლო არ იყიდება!

ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, სანქციების თემა აუცილებლად გადაიხედება, რომელიც მოიხსნება და სამშობლოს სამსახურისთვის არავის დასჯიან.

„გომელაურის სიძლიერე კიდევ ერთხელ დადასტურდა, როცა ასე გააფთრებით გებრძვიან ნიშნავს, რომ ლიბერალებისთვის დიდ საფრთხეს და ძალას წარმოადგენ! პატივია ემსახურებოდე შენს ქვეყანას და მოხვდე სანქცირებულთა სიაში. აღნიშნული ნიშნავს, რომ საქმეს სწორად აკეთებ და უცხოურ აგენტურის მშვიდ ძილს საფრთხეს უქმნი!

რაც შეეხება სანქციების იურიდიულ მხარეს და საფუძვლებს, სამწუხაროდ დიდი ხანია სანქციებს საფუძველი არ სჭირდება, ის კონკრეტული ადამიანების სურვილზეა დამოკიდებული, რამდენიმე ათეულ დღეში სანქციები არავის ემახსოვრება, მაგრამ ყველას გვემახსოვრება, რომ სამშობლო არ იყიდება! ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, სანქციების თემა აუცილებლად გადაიხედება, რომელიც დარწმუნებული ვარ მოიხსნება და სამშობლოს სამსახურისთვის არავის დასჯიან. მადლობა ვახტანგ გომელაურს და ყველა სამართალდამცველს, რომელიც ქვეყნის სადარაჯოზე დგას და დამოუკიდებლობას იცავს!”, - წერს ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას გააიოლებს – ეს პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტია „ურჩი“ ქვეყნების წინააღმდეგ
ევროკავშირი „ურჩი“ ქვეყნების დასასჯელად უვიზო რეჟიმის ცვლილებას ამზადებს
ნაცრეჟიმის მიერ ნაწამები, ნელი სიკვდილით განადგურებული სულხან მოლაშვილი ერთ-ერთი სამხილია თუ რატომ უნდა აიკრძალოს ფაშისტი „ნაციონალური მოძრაობა“,
ევროკავშირში დემოკრატიის არსის განხილვა გვჭირდება იმაზე, რაც მოხდა რუმინეთში, საფრანგეთში არჩევნებთან და დასავლეთის მიერ საქართველოსა და სერბეთში ორგანიზებულ „მაიდნებთან“ დაკავშირებით
ცილი სწამო სოზარ სუბარს სააკაშვილის რეჟიმის „გაპრავებაში" და კონფორმიზმში - მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც საკუთარ სინდისს, აქვს თუ არ აქვს, კატეგორია „არ მახსოვს" მიაკუთვნებს
არქივი