ზაალ ანჯაფარიძე: ბრიტანეთმა ჩვენი შსს ხელმძღვანელობის დასანქცირებისას აღიარა, რომ ეს გადაწყვეტილება აშშ-თან კოორდინაციით მიიღო, უკვე დიდი ხანია ბრიტანელები იანკების ვეზირები გახდნენ, ასე გაამწესა ისტორიამ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
67 19 დეკემბერი 2024, 20:54
ბრიტანეთმა („დიდი“ აღარაა კარგა ხანია!) ჩვენი შსს ხელმძღვანელობის დასანქცირებისას აღიარა, რომ ეს გადაწყვეტილება აშშ-სთან კოორდინაციით მიიღო, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ბოლო წლებია, სანქციების ცნობილი სერია დასავლეთის სპორტი გახდა საქართველოსთან მიმართებით, თუმცა, ეს ყველაფერი უშედეგოა.

„ბრიტანეთმა („დიდი“ აღარაა კარგა ხანია!) ჩვენი შსს ხელმძღვანელობის დასანქცირებისას აღიარა, რომ ეს გადაწყვეტილება აშშ-სთან კოორდინაციით მიიღო. ბარემ ეთქვათ, რომ მათი ზეგავლენით და მითითებით, რადგანაც უკვე დიდი ხანია ბრიტანელები იანკების ვეზირები გახდნენ. ასე გაამწესა ისტორიამ. თან თითქოს არ ენახოთ როგორ იქცევა ევროპაში პოლიცია, როდესაც მომიტინგეები ძალადობენ. ესეც სანქციების იმ ცნობილი სერიალიდან არის, რაც ბოლო წლებია, მათი სპორტი გახდა საქართველოსთან მიმართებაში. ბოლოს, ჩვენებურად ვიტყვი „ფეხებს ვერ მოგვჭამენ“!!!“, - წერს ანჯაფარიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას გააიოლებს – ეს პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტია „ურჩი“ ქვეყნების წინააღმდეგ
ევროკავშირი „ურჩი“ ქვეყნების დასასჯელად უვიზო რეჟიმის ცვლილებას ამზადებს
ნაცრეჟიმის მიერ ნაწამები, ნელი სიკვდილით განადგურებული სულხან მოლაშვილი ერთ-ერთი სამხილია თუ რატომ უნდა აიკრძალოს ფაშისტი „ნაციონალური მოძრაობა“,
ევროკავშირში დემოკრატიის არსის განხილვა გვჭირდება იმაზე, რაც მოხდა რუმინეთში, საფრანგეთში არჩევნებთან და დასავლეთის მიერ საქართველოსა და სერბეთში ორგანიზებულ „მაიდნებთან“ დაკავშირებით
ცილი სწამო სოზარ სუბარს სააკაშვილის რეჟიმის „გაპრავებაში" და კონფორმიზმში - მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც საკუთარ სინდისს, აქვს თუ არ აქვს, კატეგორია „არ მახსოვს" მიაკუთვნებს
არქივი