93
19 დეკემბერი 2024, 01:28

გიორგი გამსახურდია ნიკა გვარამიას მიერ, სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, რამდენიმე წლის წინ გამოქვეყნებულ პოსტს აქვეყნებს.
საუბარია 2018 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების დროს გვარამიას მოწოდებაზე, რომელიც ყველა იმ პირის შევიწროებაზე საუბრობდა, ვინც სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიას აფინანსებდა ან მას მხარს უჭერდა.
„პრინციპული ოპოზიცია და პრინციპულობის მეტრი, ნიკა გვარამია. აი ეს არის რადიკალური და მავნებელი ოპოზიციის რეალური სახე. სალომეს არ წააკითხოთ, თავს უხერხულად იგრძნობს, ძალიან თავმოყვარე, მაღალი ზნეობის და მორალის მქონე ადამიანია. გავუფრთხილდეთ, მიწურულს, რაიმე არ აუტეხოს საკუთარ თავს“, - წერს გიორგი გამსახურდია.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |