გია აბაშიძე: ჯეფრი საქსი და დასავლელი პოლიტიკური აქტორები ამბობენ, რომ წარმავალი ბაიდენი გლობალურ საბოტაჟს ეწევა. „დემოკრატების“ მზაკვრული მიზნები მალე დასრულდება. მთავარია საქართველომ მშვიდობიანად მიაღწიოს 20 იანვრამდე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
76 17 დეკემბერი 2024, 16:48

კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ჯეფრი საქსი და დასავლელი პოლიტიკური აქტორები ხმამაღლა ამბობენ, რომ წარმავალი ბაიდენი გლობალურ საბოტაჟს ეწევა, მათ შორის საქართველოში და სამხრეთ კავკასიაში. ცხადია, დესტაბილიზაციის მომხრე ამერიკელი „დემოკრატების“ მზაკვრული მიზნები რამდენიმე კვირაში დასრულდება. მთავარია, სუვერენულმა საქართველომ მშვიდობიანად მიაღწიოს 20 იანვრამდე, რაშიც აბსოლუტურად დარწმუნებულია ჩვენი ბრძენი საზოგადოების უმრავლესობა, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

მისივე თქმით, იმის გარდა, რომ საერთაშორისოდ თეთრი სახლის ამჟამინდელი ადმინისტრაცია „ნაღმებს“ დებს მომდევნო პრეზიდენტის დასაზიანებლად, დესტრუქციული ქმედებებია აშშ-შიც. მანვე აღნიშნა, რომ ამერიკის მომდევნო ლიდერი მოკავშირეებთან ერთად, მიხედავს ბაიდენის ხელისუფლების მხრიდან ამ დასრულებად უზნეო „წყლის ამღვრევას“.

„კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ჯეფრი საქსი და დასავლელი პოლიტიკური აქტორები ხმამაღლა ამბობენ, რომ წარმავალი ბაიდენი გლობალურ საბოტაჟს ეწევა, მათ შორის საქართველოში და სამხრეთ კავკასიაში. ცხადია, დესტაბილიზაციის მომხრე ამერიკელი „დემოკრატების“ მზაკვრული მიზნები რამდენიმე კვირაში დასრულდება. მთავარია, სუვერენულმა საქართველომ მშვიდობიანად მიაღწიოს 20 იანვრამდე, რაშიც აბსოლუტურად დარწმუნებულია ჩვენი ბრძენი საზოგადოების უმრავლესობა.

დონალდ ტრამპის თანამოაზრესთან, ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუს დროს, პროფესორმა საქსმა აღნიშნა: „ჩვენ ვხედავთ ცხელ წერტილებს გარშემო, მაგალითად ავიღოთ საქართველო, სამხრეთ კავკასიის რეგიონში, არის ხელისუფლების შეცვლის მცდელობის ტიპიური პროცესი. ეს არ გამოუვათ, მაგრამ მიზანი იყო ამ რეგიონის დესტაბილიზაცია. ამაში აბსოლუტურად ნათელია აშშ-ის ჩარევა".
იმის გარდა, რომ საერთაშორისოდ თეთრი სახლის ამჟამინდელი ადმინისტრაცია "ნაღმებს" დებს მომდევნო პრეზიდენტის დასაზიანებლად, დესტრუქციული ქმედებებია აშშ-შიც. ამერიკის მომდევნო ლიდერი მოკავშირეებთან ერთად, მიხედავს ბაიდენის ხელისუფლების მხრიდან ამ დასრულებად უზნეო „წყლის ამღვრევას“, - წერს გია აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას გააიოლებს – ეს პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტია „ურჩი“ ქვეყნების წინააღმდეგ
ევროკავშირი „ურჩი“ ქვეყნების დასასჯელად უვიზო რეჟიმის ცვლილებას ამზადებს
ნაცრეჟიმის მიერ ნაწამები, ნელი სიკვდილით განადგურებული სულხან მოლაშვილი ერთ-ერთი სამხილია თუ რატომ უნდა აიკრძალოს ფაშისტი „ნაციონალური მოძრაობა“,
ევროკავშირში დემოკრატიის არსის განხილვა გვჭირდება იმაზე, რაც მოხდა რუმინეთში, საფრანგეთში არჩევნებთან და დასავლეთის მიერ საქართველოსა და სერბეთში ორგანიზებულ „მაიდნებთან“ დაკავშირებით
ცილი სწამო სოზარ სუბარს სააკაშვილის რეჟიმის „გაპრავებაში" და კონფორმიზმში - მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც საკუთარ სინდისს, აქვს თუ არ აქვს, კატეგორია „არ მახსოვს" მიაკუთვნებს
არქივი