დავით ქართველიშვილი: საქართველოს მთავრობამ „ცალმხრივი მეგობრობის“ რეჟიმი ლიეტუვას და ესტონეთს გაუხსნა შემოღებული სანქციების საპასუხოდ, ეს ლმობიერი პასუხი „ესტონელ და ლიეტუველ ხალხთან მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნებისთვისაა“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
98 16 დეკემბერი 2024, 12:48

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ლიეტუვისა და ესტონეთის მთავრობების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, საქართველოს ხელისუფლების ოცამდე წარმომადგენლისთვის, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის სანქციების დაწესების თაობაზე, საქართველოს მთავრობის პასუხს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის ლმობიერი და თითქოსდა ასიმეტრიული პასუხი განპირობებულია „ესტონელ და ლიეტუველ ხალხთან მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნების“ სურვილით.

„საქართველოს მთავრობამ „ცალმხრივი მეგობრობის“ რეჟიმი უკრაინის შემდეგ, კიდევ ორ სახელმწიფოს: ლიეტუვას და ესტონეთს გაუხსნა. გაუხსნა საქართველოს წინააღმდეგ შემოღებული სანქციების საპასუხოდ, რომლებიც ჩვენი ხელისუფლების კონკრეტულ პირებს ეხებიან. საქართველოს მთავრობის ლმობიერი და თითქოსდა ასიმეტრიული პასუხი განპირობებულია „ესტონელ და ლიეტუველ ხალხთან მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნების“ სურვილით.

აქ არავინაა მეგობრობის წინააღმდეგ. გარდა ამისა, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ აღნიშნული ანტიქართული დემარში ამ ქვეყნების მარიონეტმა და „გლობალური ომის პარტიის“ მძევლობაში მყოფმა ხელისუფლებებმა განახორციელეს. მაგრამ ღია მტრობისა და მავნებლობის წინააღმდეგ - აღარც გავილაშქროთ? ესტონელი და ლიეტუველი ხალხების სენსიტიური „პრო-ქართული“ გრძნობების ხელშეუხებლობის შენარჩუნებით?

„ხალხის ძალა“ არაერთხელ ურჩევდა ხელისუფლებას ქვეყანაში შემოსასვლელად ღია პროვოკატორებს, არეულობის წამქეზებლებს, ცეცხლზე ნავთის დამსხმელებს - „შლაგბაუმი“ აღუმართონ. რა საერთო აქვთ პავილიონისს, ლანდსბერგისს, კუბილიუსს თუ იუკნავიჩიენეს, ან „ხალხებს შორის მეგობრობასა“ ან ამ ქვეყნებთან „ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმთან“. ეს რეჟიმი კი ყველაზე გაუგებარია ჩემთვის უკრაინასთან. და მას მხოლოდ ამ ქვეყნის და მისი მრავალტანჯული ხალხის აპოკალიფსურ მდგომარეობაში ყოფნით ვხსნი. მათ შორის ყველა მათგანისთვის გაუგებარი და უარყოფილი ქრისტიანული, მართლმადიდებლური ლმობიერების თვალსაზრისით...“ - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას გააიოლებს – ეს პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტია „ურჩი“ ქვეყნების წინააღმდეგ
ევროკავშირი „ურჩი“ ქვეყნების დასასჯელად უვიზო რეჟიმის ცვლილებას ამზადებს
ნაცრეჟიმის მიერ ნაწამები, ნელი სიკვდილით განადგურებული სულხან მოლაშვილი ერთ-ერთი სამხილია თუ რატომ უნდა აიკრძალოს ფაშისტი „ნაციონალური მოძრაობა“,
ევროკავშირში დემოკრატიის არსის განხილვა გვჭირდება იმაზე, რაც მოხდა რუმინეთში, საფრანგეთში არჩევნებთან და დასავლეთის მიერ საქართველოსა და სერბეთში ორგანიზებულ „მაიდნებთან“ დაკავშირებით
ცილი სწამო სოზარ სუბარს სააკაშვილის რეჟიმის „გაპრავებაში" და კონფორმიზმში - მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც საკუთარ სინდისს, აქვს თუ არ აქვს, კატეგორია „არ მახსოვს" მიაკუთვნებს
არქივი