გია აბაშიძე: საქართველოს ხელისუფლების მართებული პასუხი ვილნიუსსა და ტალინს უსინდისო სანქციებისთვის - არანაირი შემხვედრი ზომები, ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
136 16 დეკემბერი 2024, 12:43

საქართველოს ხელისუფლების მართებული პასუხი ვილნიუსსა და ტალინს უსინდისო სანქციებისთვის - არანაირი შემხვედრი ზომები, ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ლიეტუვისა და ესტონეთის მხრიდან სანქციების დაწესებას საქართველოს მთავრობის წევრებისთვის.

აბაშიძის თქმით, ბალტიის ქვეყნებს ყველაზე დიდი პრობლემა აქვთ სუვერენიტეტის კუთხით ევროკავშირში და მათი საგარეო-პოლიტიკური გადაწყვეტილებები ხშირად გარედან კარნახით მიიღება.

„საქართველოს ხელისუფლების მართებული პასუხი ვილნიუსსა და ტალინს უსინდისო სანქციებისთვის - არანაირი შემხვედრი ზომები, ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში.

ეს გადაწყვეტილება აიხსნება შემდეგი გარემოებებით:

არ უნდა დაზიანდეს ტრადიციული მეგობრობა ქართველ, ესტონელ და ლიეტუველ ხალხებს შორის;

ბალტიის ქვეყნებს ყველაზე დიდი პრობლემა აქვთ სუვერენიტეტის კუთხით ევროკავშირში. მათი საგარეო-პოლიტიკური გადაწყვეტილებები ხშირად გარედან კარნახით მიიღებიან;

ევროკრატიული ნეგატივი დროებითია და შეიცვლება 20 იანვრის შემდეგ“, - წერს გია აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას გააიოლებს – ეს პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტია „ურჩი“ ქვეყნების წინააღმდეგ
ევროკავშირი „ურჩი“ ქვეყნების დასასჯელად უვიზო რეჟიმის ცვლილებას ამზადებს
ნაცრეჟიმის მიერ ნაწამები, ნელი სიკვდილით განადგურებული სულხან მოლაშვილი ერთ-ერთი სამხილია თუ რატომ უნდა აიკრძალოს ფაშისტი „ნაციონალური მოძრაობა“,
ევროკავშირში დემოკრატიის არსის განხილვა გვჭირდება იმაზე, რაც მოხდა რუმინეთში, საფრანგეთში არჩევნებთან და დასავლეთის მიერ საქართველოსა და სერბეთში ორგანიზებულ „მაიდნებთან“ დაკავშირებით
ცილი სწამო სოზარ სუბარს სააკაშვილის რეჟიმის „გაპრავებაში" და კონფორმიზმში - მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც საკუთარ სინდისს, აქვს თუ არ აქვს, კატეგორია „არ მახსოვს" მიაკუთვნებს
არქივი