დიმიტრი ხუნდაძე: უმცირესობის უმრავლესობად წარმოჩენა დემოკრატიას ფუნდამენტურად აზიანებს და საწინააღმდეგო აზრის მიუღებლობა მის განადგურებამდე, ფაშიზმის მაჩვენებელია, ეკლესიაზე თავდასხმა კი - საბჭოური გადმონაშთი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
77 14 დეკემბერი 2024, 18:24

დღეს თბილისის შუაგულში საახალწლო ნაძვის ხე აინთება და ოჯახებიც იწყებენ საზეიმო სამზადისს. მოვახერხოთ და ერთმანეთს გამარჯობა ვუთხრათ და მშვიდობით დავშორდეთ, - წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე და დასძენს, რომ რადიკალიზმი სიკეთეს ვერ მოიტანს და ის დროულად უნდა შეჩერდეს.

„სიკეთე და სიმშვიდე ჩვენს ერთადერთ სამშობლოს!
რადიკალიზმი სიკეთეს ვერ მოიტანს და ის დროულად უნდა შეჩერდეს. ქუჩაში მუდმივი აურზაური, ძალადობა, ბულინგი, შეურაცხყოფა და "მივარდნები" არ არის დასავლური სტანდარტი.

უმცირესობის უმრავლესობად წარმოჩენა დემოკრატიას ფუნდამენტურად აზიანებს და საწინააღმდეგო აზრის მიუღებლობა მის განადგურებამდე, ფაშიზმის მაჩვენებელია, ეკლესიაზე თავდასხმა კი - საბჭოური გადმონაშთი. სამწუხაროდ ამის ჩამდენი ხალხი იჩემებს "დასავლურობას" და სხვას "რუსეთუმეობას" აბრალებს.

დროა სამშობლოს სიყვარულს ჩამოვაცილოთ პოლიტიკური კეკლუციც და ბრმად ვიღაცის მიდევნებაც. ბრაზი სიმშვიდით შევცვალოთ და ზიზღი-კეთილგანწყობით.

დღეს თბილისის შუაგულში საახალწლო ნაძვის ხე აინთება და ოჯახებიც იწყებენ საზეიმო სამზადისს. მოვახერხოთ და ერთმანეთს გამარჯობა ვუთხრათ და მშვიდობით დავშორდეთ,“ - წერს დიმიტრი ხუნდაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას გააიოლებს – ეს პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტია „ურჩი“ ქვეყნების წინააღმდეგ
ევროკავშირი „ურჩი“ ქვეყნების დასასჯელად უვიზო რეჟიმის ცვლილებას ამზადებს
ნაცრეჟიმის მიერ ნაწამები, ნელი სიკვდილით განადგურებული სულხან მოლაშვილი ერთ-ერთი სამხილია თუ რატომ უნდა აიკრძალოს ფაშისტი „ნაციონალური მოძრაობა“,
ევროკავშირში დემოკრატიის არსის განხილვა გვჭირდება იმაზე, რაც მოხდა რუმინეთში, საფრანგეთში არჩევნებთან და დასავლეთის მიერ საქართველოსა და სერბეთში ორგანიზებულ „მაიდნებთან“ დაკავშირებით
ცილი სწამო სოზარ სუბარს სააკაშვილის რეჟიმის „გაპრავებაში" და კონფორმიზმში - მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც საკუთარ სინდისს, აქვს თუ არ აქვს, კატეგორია „არ მახსოვს" მიაკუთვნებს
არქივი