გიორგი ჩაკვეტაძე: ჩვენმა დელეგაციამ ვიზებისთვის კანადის სავიზო ცენტრს მიმართა და მანდატის ვადით, ოთხწლიანი ვიზები მივიღეთ. XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გამო კი, ამ ღონისძიებაზე ვერ გავემგზავრეთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
100 12 დეკემბერი 2024, 16:54

ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე ეხმიანება ცრუ ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ თითქოს პარლამენტის დელეგაციას კანადამ ვიზები არ მისცა.

როგორც ჩაკვეტაძე აღნიშნავს, დელეგაციამ ვიზებისთვის კანადის სავიზო ცენტრს მიმართა და მანდატის ვადით, ოთხწლიანი ვიზები მიიღეს, მაგრამ XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გამო, ამ ღონისძიებაზე ვერ გაემგზავრნენ.

„ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების კიდევ ერთი ,,სიმართლე” გიორგი კანდელაკმა 22 ნოემბერს მოიტყუა, რომ თითქოს პარლამენტის დელეგაციას კანადამ ვიზები არ მისცა. დელეგაციის ხელმძღვანელმა, ხატია წილოსანმა ამ სიცრუეს ამომწურავი პასუხი იმ დღესვე გასცა.

დღეს კი, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ევგენიძე გამოვიდა და ეს ტყუილი პირდაპირ ეთერში გაიმეორა.
სინამდვილეში, 22-25 ნოემბერს, მონრეალში NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია გაიმართა, რომელსაც კანადის პარლამენტმა უმასპინძლა.
ჩვენმა დელეგაციამ ვიზებისთვის კანადის სავიზო ცენტრს მიმართა და მანდატის ვადით, ოთხწლიანი ვიზები მივიღეთ. XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გამო კი, ამ ღონისძიებაზე ვერ გავემგზავრეთ.

ეს ხალხი თავის ქვეყნის სანქცირებას ითხოვს, ათას სისულელეს აბრალებს საქართველოს. ჩვენ კი, ჩვენი სამშობლოს საუკეთესო ინტერესებს ვემსახურებით.
მივმართავ ამ ორგანიზაციებს, ნუ შეჰყავთ საზოგადოება შეცდომაში. გამოვიდნენ და საჯაროდ უარყონ კიდევ ერთი დეზინფორმაცია!“ - წერს გიორგი ჩაკვეტაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას გააიოლებს – ეს პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტია „ურჩი“ ქვეყნების წინააღმდეგ
ევროკავშირი „ურჩი“ ქვეყნების დასასჯელად უვიზო რეჟიმის ცვლილებას ამზადებს
ნაცრეჟიმის მიერ ნაწამები, ნელი სიკვდილით განადგურებული სულხან მოლაშვილი ერთ-ერთი სამხილია თუ რატომ უნდა აიკრძალოს ფაშისტი „ნაციონალური მოძრაობა“,
ევროკავშირში დემოკრატიის არსის განხილვა გვჭირდება იმაზე, რაც მოხდა რუმინეთში, საფრანგეთში არჩევნებთან და დასავლეთის მიერ საქართველოსა და სერბეთში ორგანიზებულ „მაიდნებთან“ დაკავშირებით
ცილი სწამო სოზარ სუბარს სააკაშვილის რეჟიმის „გაპრავებაში" და კონფორმიზმში - მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც საკუთარ სინდისს, აქვს თუ არ აქვს, კატეგორია „არ მახსოვს" მიაკუთვნებს
არქივი