ლევან ნიკოლეიშვილი: როცა საფრანგეთის პრეზიდენტი გირეკავს და არა პირიქით, კიდეც გაღიარებენ და რაღაც თხოვნაც აქვს შენთან. რა შეიძლება იყოს და როგორ - მომავალში გამოჩნდება, მაგრამ დასავლეთმა რომ აზრი იცვალა ჩვენ მიმართ, ეს ფაქტია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
69 11 დეკემბერი 2024, 15:42

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინიციატივით „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან გამართულ სატელეფონო საუბარს ეხმიანება.

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, როცა საფრანგეთის პრეზიდენტი გირეკავს და არა პირიქით, ეს ცალსახად აღიარებას ნიშნავს.

„მოდით მკითხაობას არ დავიწყებ, არც არის ჩემი სტილი და ჩვევა, უბრალოდ ვიტყვი, როცა საფრანგეთის პრეზიდენტი გირეკავს და არა პირიქით, აქ ცალსახად შენ კიდეც გაღიარებენ და რაღაც თხოვნაც აქვს შენთან. რა შეიძლება იყოს და როგორ ეს მომავალში აუცილებლად გამოჩნდება, მაგრამ დასავლეთმა რომ აზრი იცვალა ჩვენ მიმართ, ეს ფაქტია. მეორეც, თუ გავიხსენებთ ბიძინა ივანიშვილის მტკიცე ხასიათს და მის დამოკიდებულებას სამშობლოს მიმართ, ამ სატელეფონო საუბრის შემდეგ მე პირადად მხოლოდ კარგს ველოდები“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას გააიოლებს – ეს პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტია „ურჩი“ ქვეყნების წინააღმდეგ
ევროკავშირი „ურჩი“ ქვეყნების დასასჯელად უვიზო რეჟიმის ცვლილებას ამზადებს
ნაცრეჟიმის მიერ ნაწამები, ნელი სიკვდილით განადგურებული სულხან მოლაშვილი ერთ-ერთი სამხილია თუ რატომ უნდა აიკრძალოს ფაშისტი „ნაციონალური მოძრაობა“,
ევროკავშირში დემოკრატიის არსის განხილვა გვჭირდება იმაზე, რაც მოხდა რუმინეთში, საფრანგეთში არჩევნებთან და დასავლეთის მიერ საქართველოსა და სერბეთში ორგანიზებულ „მაიდნებთან“ დაკავშირებით
ცილი სწამო სოზარ სუბარს სააკაშვილის რეჟიმის „გაპრავებაში" და კონფორმიზმში - მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც საკუთარ სინდისს, აქვს თუ არ აქვს, კატეგორია „არ მახსოვს" მიაკუთვნებს
არქივი