დავით ქართველიშვილი: 16 დეკემბრის სამიტის ნებისმიერი ანტიქართული გადაწყვეტილება „ნაცმაიდანის“ კატალიზატორის როლს ვეღარ ითამაშებს - ვეტოს დაქვემდებარებული უსამართლობა შეჩერებული იქნება, სულ ცოტა, უნგრეთის მიერ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
118 10 დეკემბერი 2024, 23:55

„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის უკვე მორიგი წარმატებული ვიზიტი, ამჯერად ქვეყნის ყველაზე ერთგულ ევრო-მეგობარ უნგრეთში. მანამდე იყო შეხვედრა ევროკავშირის ელჩ პან ჰერჩინსკისთან, რის გამოც საერთაშორისო და ადგილობრივმა შიგ-ევროპელებმა მას აგრესიული ობსტრუქცია მოუწყვეს "სიტყვისა და აზრის თავისუფლების" საუკეთესო „დასავლურ" ტრადიციებში“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი წერს.

მისი თქმით, 16 დეკემბრის სამიტის ნებისმიერი ანტიქართული გადაწყვეტილება ნაცმაიდანის კატალიზატორის როლს ვეღარ ითამაშებს - ვეტოს დაქვემდებარებული უსამართლობა შეჩერებული იქნება, სულ ცოტა, უნგრეთის მიერ.

„ამ შეხვედრამ და უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებამ კიდევ ერთხელ
გაგვიმყარეს ჩვენი მოსაზრება, რომ 16 დეკემბრის სამიტის ნებისმიერი ანტიქართული გადაწყვეტილება „ნაცმაიდანის“ კატალიზატორის როლს ვეღარ ითამაშებს - ვეტოს დაქვემდებარებული უსამართლობა შეჩერებული იქნება, სულ ცოტა, უნგრეთის მიერ. ასევე, ველოდებით ჩვენი სხვა ევროპელი მეგობრების პრინციპულ პოზიციას.
საეჭვოა, ასევე, ვიზალიბერალიზაციის დროებითი შეჩერება ქართველი ხალხისთვის. მაქსიმუმ საუბარი მიდიოდეს ამ მხრივ რამდენიმე დიპლომატიური პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეზე - რაც
, ასევე, ან ვერ განხორციელდება, ან - კატასტროფული ვერ იქნება.
მთავარია - უნგრეთი ევროკავშირში აშშ-ს ახლად არჩეული პრეზიდენტის ყველაზე სანდო პარტნიორის ადგილს კვლავ ინარჩუნებს და ამავდროულად, იმავე დამოკიდებულებით პოზიციონირებს საქართველოსთანაც. ეს ჯაჭვი: კობახიძე - ორბანი - ტრამპი, აუცილებლად იტყვის თავის სათქმელს 20 იანვრის შემდეგ“, - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას გააიოლებს – ეს პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტია „ურჩი“ ქვეყნების წინააღმდეგ
ევროკავშირი „ურჩი“ ქვეყნების დასასჯელად უვიზო რეჟიმის ცვლილებას ამზადებს
ნაცრეჟიმის მიერ ნაწამები, ნელი სიკვდილით განადგურებული სულხან მოლაშვილი ერთ-ერთი სამხილია თუ რატომ უნდა აიკრძალოს ფაშისტი „ნაციონალური მოძრაობა“,
ევროკავშირში დემოკრატიის არსის განხილვა გვჭირდება იმაზე, რაც მოხდა რუმინეთში, საფრანგეთში არჩევნებთან და დასავლეთის მიერ საქართველოსა და სერბეთში ორგანიზებულ „მაიდნებთან“ დაკავშირებით
ცილი სწამო სოზარ სუბარს სააკაშვილის რეჟიმის „გაპრავებაში" და კონფორმიზმში - მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც საკუთარ სინდისს, აქვს თუ არ აქვს, კატეგორია „არ მახსოვს" მიაკუთვნებს
არქივი