შალვა პაპუაშვილი პავილიონისის და მიკელსონის განცხადებებზე: გვეუბნებიან, რომ მნიშვნელობა აქვს მათ პოლიტიკურ დღის წესრიგს და თუ მოსახლეობის ნება თანხვედრაში არ მოდის მათ სურვილებთან, მაშინ არჩევნების შედეგების შეტრიალებაა საჭირო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
96 10 დეკემბერი 2024, 15:25

ესტონელმა და ლიეტუველმა პოლიტიკოსებმა, მიკელსონმა და პავილიონისმა დღეს საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის დამუნათება სცადეს, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან ოფიციალური შეხვედრის გამო, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს ბალტიისპირელი პოლიტიკოსების ეს უხეში განცხადებები საბოლოოდ ხდის ფარდას მათ ჭეშმარიტ განზრახვებს საქართველოსა და მისი ხელისუფლების მიმართ.

მისი თქმით, არჩევნების დაქვემდებარება უცხოელების პოლიტიკური დღის წესრიგისათვის და მათი თვითნებური წნეხისათვის დემოკრატიის დასასრულის პირველი ნიშანი იქნებოდა.

,,ესტონელმა და ლიეტუველმა პოლიტიკოსებმა, მიკელსონმა და პავილიონისმა დღეს საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის დამუნათება სცადეს, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან ოფიციალური შეხვედრის გამო.

ბალტიისპირელი პოლიტიკოსების ეს უხეში განცხადებები საბოლოოდ ხდის ფარდას მათ ჭეშმარიტ განზრახვებს საქართველოსა და მისი ხელისუფლების მიმართ. ნოემბერში მათ სიტყვით მიმართეს რადიკალურად განწყობილ ოპოზიციას პარლამენტის შენობის წინ, მთავრობის შეცვლისაკენ მოუწოდეს და უარყვეს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობა. არასერიოზულია, როდესაც ამგვარი პოლიტიკოსები ,,რეჟიმის ცვლილების”სახეებად გვევლინებიან. მართალია, მათი ქმედებები არც მნიშვნელოვანია და არც რაიმე შედეგის მომტანი, მაგრამ ჩვენს რეგიონსა და უფრო ფართოდ, ევროპაში, ახალი სახიფათო ტენდენციის კონტურებს წარმოაჩენს.

ეს პოლიტიკოსები გვეუბნებიან, რომ არჩევნებს მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელობა აქვს უცხოელების პოლიტიკურ დღის წესრიგს და არა ხალხის არჩევანს. და თუ ქვეყნის მოსახლეობის ნება თანხვედრაში არ მოდის ზოგიერთი უცხოელის სურვილებთან, მაშინ, საზღვარგარეთიდან წნეხის მეშვეობით, არჩევნების შედეგების შეტრიალებაა საჭირო.

მართალია, დემოკრატია ეფუძნება თანასწორობას, კარგ მმართველობას, სახალხო ლეგიტიმურობას, კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებებსა და პოლიტიკურ თავისუფლებებს, მაგრამ დემოკრატიის უმთავრეს საყრდენს ჯერ კიდევ არჩევნები წარმოადგენს. არჩევნების გაუქმება, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით, და არჩევნების დაქვემდებარება უცხოელების პოლიტიკური დღის წესრიგისათვის და მათი თვითნებური წნეხისათვის დემოკრატიის დასასრულის პირველი ნიშანი იქნებოდა.

პოლარიზებული პოლიტიკისა და სოციალური მედიის უსაზღვრო დომინირების პირობებში, არც ერთი დემოკრატიული ქვეყანა არ იქნება დაზღვეული უცხოური წნეხის საფრთხეებისგან მისი საარჩევნო სისტემისა და საარჩევნო პროცესის მიმართ. როდესაც უცხოური პოლიტიკური ჯგუფებისა და პოლიტიკოსების ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგის სამსახურში, რეალურ ფაქტებს აღქმების ღრუბელი ფარავს, მაშინ დემოკრატიაც და რეგიონული უსაფრთხოებაც ზიანდება.

საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ გაუმართლებელი წნეხი შეიძლება ერთ-ერთი ადრეული ნიშანი გახდეს პროცესისა, რომელიც მთლიანად ევროპას შეეხება. ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს მანამ, სანამ გავრცელების არასასურველ ტენდენციას შეიძენს,” - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას გააიოლებს – ეს პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტია „ურჩი“ ქვეყნების წინააღმდეგ
ევროკავშირი „ურჩი“ ქვეყნების დასასჯელად უვიზო რეჟიმის ცვლილებას ამზადებს
ნაცრეჟიმის მიერ ნაწამები, ნელი სიკვდილით განადგურებული სულხან მოლაშვილი ერთ-ერთი სამხილია თუ რატომ უნდა აიკრძალოს ფაშისტი „ნაციონალური მოძრაობა“,
ევროკავშირში დემოკრატიის არსის განხილვა გვჭირდება იმაზე, რაც მოხდა რუმინეთში, საფრანგეთში არჩევნებთან და დასავლეთის მიერ საქართველოსა და სერბეთში ორგანიზებულ „მაიდნებთან“ დაკავშირებით
ცილი სწამო სოზარ სუბარს სააკაშვილის რეჟიმის „გაპრავებაში" და კონფორმიზმში - მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც საკუთარ სინდისს, აქვს თუ არ აქვს, კატეგორია „არ მახსოვს" მიაკუთვნებს
არქივი