ზაალ ანჯაფარიძე სუს-ის განცხადებაზე რადიკალების გეგმებთან დაკავშირებით: აღნიშნული პროცესების განხორციელებას უზრუნველყოფენ ადგილობრივი აქტორები უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების კოორდინაციით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
89 10 დეკემბერი 2024, 15:24

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც საუბარია დესტრუქციული ქმედებების ორგანიზატორთა მცდელობაზე, მიმდინარე კვირას, ვითარების მაქსიმალურად გამწვავების მიზნით 2-3 ადამიანი დაიღუპოს, სოციალურ ქსელში აფასებს.

მისი თქმით, ამ პროცესებს ადგილობრივი აქტორები უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების კოორდინაციით ახორციელებენ, რასაც ქართული საზოგადოებაც კარგად ხვდება.

„მიღებული ინფორმაციით, აღნიშნული დესტრუქციული და დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორები გეგმავენ, 2024 წლის 14 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პროცესი არ შედგეს და ყველა გზით ხელი შეუშალონ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის არჩევას, რაც ხელოვნურად გამოიწვევს სახელისუფლებო კრიზისს. ამ მიზნით, დანაშაულის ორგანიზატორთა მიერ განიხილება, განსაკუთრებით მიმდინარე კვირის სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს, აგრეთვე, ნაწილობრივ პარასკევს სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვა, რასაც უნდა მოჰყვეს 2-3 ადამიანის მსხვერპლი.

აღნიშნული პროცესების განხორციელებას უზრუნველყოფენ ადგილობრივი აქტორები, უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების კოორდინაციით.

P.S. გასაგები მიზეზების გამო, რომ სუს-ი ვერ დაასახელებს იმ უცხო ქვეყნებს. თუმცა, ჩვენი საზოგადოება ხომ ხვდება ვინ და საიდან არიან“, - წერს ანჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას გააიოლებს – ეს პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტია „ურჩი“ ქვეყნების წინააღმდეგ
ევროკავშირი „ურჩი“ ქვეყნების დასასჯელად უვიზო რეჟიმის ცვლილებას ამზადებს
ნაცრეჟიმის მიერ ნაწამები, ნელი სიკვდილით განადგურებული სულხან მოლაშვილი ერთ-ერთი სამხილია თუ რატომ უნდა აიკრძალოს ფაშისტი „ნაციონალური მოძრაობა“,
ევროკავშირში დემოკრატიის არსის განხილვა გვჭირდება იმაზე, რაც მოხდა რუმინეთში, საფრანგეთში არჩევნებთან და დასავლეთის მიერ საქართველოსა და სერბეთში ორგანიზებულ „მაიდნებთან“ დაკავშირებით
ცილი სწამო სოზარ სუბარს სააკაშვილის რეჟიმის „გაპრავებაში" და კონფორმიზმში - მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც საკუთარ სინდისს, აქვს თუ არ აქვს, კატეგორია „არ მახსოვს" მიაკუთვნებს
არქივი