გიორგი გამსახურდია კვესიტაძის მიერ გამოქვეყნებულ "იმედის" ჟურნალისტების სიაზე: ნუ უყურებთ ამ ძალადობრივ განცხადებას ისე როგორც კვესიტაძის პირად კრეატივს, ის ახმოვანებს მთელი რადიკალური ე.წ "ოპოზიციის" აზრს - განცხადების ავტორებს მინდა ვუთხრა, ტიტუშკები რუსულ ფულთან ერთად, თქვენს ბინძურ ბანაკში მოიკითხეთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
94 08 დეკემბერი 2024, 18:47
ნუ უყურებთ ამ ძალადობრივ განცხადებას ისე როგორც კვესიტაძის პირად კრეატივს. არა, ის უბრალოდ ახმოვანებს მთელი რადიკალური ე.წ "ოპოზიციის" აზრს,  -  ასე ეხმიანება გიორგი გამსახურდია, ოპოზიციონერი ჟურნალისტის, ეკა კვესიტაძის მიერ "იმედის" ჟურნალისტების სიის გამოქვეყნებას.

მისი თქმით, "ტიტუშკები" და რუსული ფული სწორედ ამ ძალადობრივი განცხადების ავტორების და მათი ამფსონების ბანაკშია. 

"ნუ უყურებთ ამ ძალადობრივ განცხადებას ისე როგორც კვესიტაძის პირად კრეატივს. არა, ის უბრალოდ ახმოვანებს მთელი რადიკალური ე.წ "ოპოზიციის" აზრს. რაც შეეხება კონტენტს, არის მათ ჩვეულ სტილში და დასაგმობია, როგორც წუხანდელი ძალადობა. ამ ძალადობრივი განცხადების ავტორებს მინდა კიდევ ვუთხრა, აქ ჩამოთვლილი ადამიანების ერთი თმის ღერადაც არ ღირხართ მთელი თქვენი ამფსონებიანად. თქვენი ბულინგი ვერავის ვერაფერს ვერ დააკლებს. ტიტუშკები და რუსის გარეწრები, რუსულ ფულთან ერთად, თქვენ ბინძურ ბანაკში მოიკითხეთ." -  წერს გამსახურდია სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას გააიოლებს – ეს პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტია „ურჩი“ ქვეყნების წინააღმდეგ
ევროკავშირი „ურჩი“ ქვეყნების დასასჯელად უვიზო რეჟიმის ცვლილებას ამზადებს
ნაცრეჟიმის მიერ ნაწამები, ნელი სიკვდილით განადგურებული სულხან მოლაშვილი ერთ-ერთი სამხილია თუ რატომ უნდა აიკრძალოს ფაშისტი „ნაციონალური მოძრაობა“,
ევროკავშირში დემოკრატიის არსის განხილვა გვჭირდება იმაზე, რაც მოხდა რუმინეთში, საფრანგეთში არჩევნებთან და დასავლეთის მიერ საქართველოსა და სერბეთში ორგანიზებულ „მაიდნებთან“ დაკავშირებით
ცილი სწამო სოზარ სუბარს სააკაშვილის რეჟიმის „გაპრავებაში" და კონფორმიზმში - მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც საკუთარ სინდისს, აქვს თუ არ აქვს, კატეგორია „არ მახსოვს" მიაკუთვნებს
არქივი