2178
29 ოქტომბერი 2019, 12:07
დამთხვევაა თუ შემთხვევა, რთული სათქმელია, შესაძლოა, ეს ვერც გავიგოთ. თუმცა, ეკლესიის სკანდალის პარალელურად საიტებზე კიბერშეტევა დაიწყო. გამოძიება ორივე ამ საქმეზე მიმდინარეობს. და რადგანაც ან გამოძიება ჭიანურდება ხოლმე წლიდან წლამდე დაუსრულებლად, ან ჩვენ ძიების შედეგებს ვუცხადებთ ხოლმე უნდობლობას, ვერსიები მაშინვე ჩნდება, საზოგადოება ცდილობს თავად ამოხსნას ამოცანა სანამ ტოლობის ნიშანს ბრალდებულსა და დანაშაულს შორის გამოძიება დასვამს.
ეკლესიის საქმე უკვე რებუსიც აღარ არის, ინტრიგებისა და ინტერესების ლაბირინთში თავისუფლად შეიძლება დაიკარგო. რაც შეეხება , კიბერშეტევას, აქ ჯერ მხოლოდ სამი ვერსია დაფიქსირდა.
პირველი, საქართველომ რუსი ჰაკერი მოსკოვს გადასცა და ჰაკერებმა შური იძიეს;
მეორე, სააკაშვილმა ფიზიკურად საქართველოში ვერ შემოაღწია, სამაგიეროდ, ვირტუალურად ის უკვე „ხელისუფლებაშია“ - ძირითადად სწორედ ოფიციალური საიტები გატეხეს.
მესამე, რამდენად სავარაუდოა, რომ სულ მალე სოციალურ ქსელში გაჩნდეს ასეთი შინაარსის წარწერა: თუ ესა და ეს ეპისკოპოსები არ გადადგებიან, ჩვენ ავტვირთავთ პირად კადრებს მათ შესახებ. ერთხელ, მსგავსი რამ, პოლიტიკოსებთან დაკავშირებით, უკვე მოხდა...
რითი შეიძლება ჰაკერული შეტევა ეკლესიის სკანდალს დაუკავშირდეს? საქმე ის გახლავთ, რომ დეკანოზი მამალაძე უარს ამბობს იმ სკანდალური წერილის გამოქვეყნებაზე, რომელიც სერიოზულ კომპრომატებს შეიცავს კორუფციით დაწყებული და არატრადიციული ხასიათის პირადი ცხოვრების შინაარსის მატარებელი ინფორმაციით დასრულებული.
დეკანოზ მამალაძის ძმამ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის უკან დააანონსა სკანდალური წერილის გამომზეურება, თუმცა, იაკობის, ასევე სკანდალური განცხადების შემდეგ - კვირიკაშვილი, გახარია და გომელაური „მეჩალიჩებოდნენ“ - პატრიარქის გადაყენება უნდოდათო - უარი თქვა წერილის გასაჯაროებაზე. მთავარი არხის ეთერში საუბრისას თორნიკე მამალაძემ განაცხადა, რომ დაელოდება წმინდა სინოდის შეკრებას, სადაც დეკანოზი ყველაფერს იტყვის.
ისე გამოჩნდა, თითქოს ერთ-ერთ ოპოზიციურ ძალას „ნაციონალური მოძრაობის“ სახით ძალიან სურს ამ ხმაურიანი გზავნილის გახსნა, თანაც სხვისი ხელით და ფილოსოფიური მიდგომით: ჩვენ არაფერ შუაში ვართ, მხოლოდ ვაშუქებთ. მათ თქვეს კიდეც, რომ წერილი მედიაში მაინც გაჟონავს.
მაგრამ როგორ? წერილი აქვს დეკანოზს, რომელმაც ის მხოლოდ ოთხ ეპისკოპოსს გაუგზავნა: მეუფე დიმიტრი შიოლაშვილს, მეუფე ამბა ალავერდელს, მეუფე ანდრიას (გვაზავას) და მეუფე პეტრეს.
მაგრამ საიდან შეიძლება დეკანოზს ამდენად სერიოზული კომპრომატები ჰქონდეს? შემთხვევით, სოსო ოხანაშვილი ხომ არ იყო ის პირი, ვისგანაც გიორგი მამალაძემ წერილში შესაყვანი ეპისკოპოსების სია მიიღო?
ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა, ONGO-სთან საუბარში ამბობს, რომ კომპრომატებს სოსო ოხანაშვილი ნამდვილად ფლობდა:
_ დიახ, მას ჰქონდა ეს კომპრომატები, ჩემი ინფორმაციით, საუბარია ფოტო და ვიდეო მასალაზე, რომელიც მორალურ-ზნეობრივ კატეგორიას განეკუთვნება...
სანამ ოხანაშვილი ჯერ კიდევ პატრიარქის დაცვის უფროსი იყო, მან ეს ჩანაწერები აჩვენა 16 ეპისკოპოს. ოღონდ, ერთს აჩვენებდა მეორეზე, მეორეს პირველზე
_ გინდათ თქვათ, რომ ეს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებია?
_ დიახ. სანამ ოხანაშვილი ჯერ კიდევ პატრიარქის დაცვის უფროსი იყო, მან ეს ჩანაწერები აჩვენა 16 ეპისკოპოს. ოღონდ, ერთს აჩვენებდა მეორეზე, მეორეს პირველზე და ასე შემდეგ, ანუ ვიღაცამ იცოდა როგორი ჩანაწერი არსებობდა სხვა ეპისკოპოსზე...
_ და რა იყო მოტივი? რატომ აჩვენა ოხანაშვილმა ეს ჩანაწერები ეპისკოპოსებს?
_ სინოდზე გავლენების მოსაპოვებლად, მათ უთხრეს, თუკი იქნებოდა პოლიტიკური დაკვეთა, უნდა შეესრულებინათ. მათგან ოხანაშვილი მორჩილებას ითხოვდა.
_ და სად არის ახლა ეს ჩანაწერები?
_ მე რამდენადაც ვიცი, ისინი ოხანაშვილმა მის ყოფილ უფროსებს დაუბრუნა, რომლებიც ყოფილ ხელისუფლებას წარმოადგენენ"
_ ჩვენ ვამბობთ, რომ რუსეთს აქვს სერიოზული გავლენები ეკლესიაში, სოსო ოხანაშვილს ჰქონდა კომპრომატები და რუსეთს არა აქვს?
_ აქვს, თუმცა, მორალურ-ზნეობრივი ხასიათის არა. მათ აქვთ კაგებესთან მათი თანამშრომლობის შესახებ ინფორმაციები...
_ თქვენ კომპრომატების ომს გამორიცხავთ? არ ფიქრობთ რომ ეს ომი შეიძლება მალე დაიწყოს?
_ კი, ამის საშიშროება არის.
_ გამოდის რომ ოხანაშვილი ეპისკოპოსებს არა მათი პრორუსობის გამო ებრძოდა, არამედ მორჩილებისთვის... და ოხანაშვილის უკან ხომ მარტო დეკანოზი მამალაძე არ დგას, არამედ, იგივე მეუფე დემეტრე, მეუფე პეტრე...
_ არა პეტრეს მასთან ურთიერთობა გაუფუჭდა...
_ ახლა გაუფუჭდა, მაგრამ ადრე ხომ კარგი ურთიერთობა ჰქონდა?
_ სავარაუდოდ, კი.
_ თქვენ ამ სკანდალური წერილის გამოქვეყნების წინააღმდეგი ხართ, რატომ?
_ ამ წერილის გამოქვეყნება გამოიწვევს პრორუსული ძალების მობილიზებას ეკლესიაში, დააჩქარებს პატრიარქის გადადგომას და ტახტზე ავა რუსეთისთვის მისაღები ფიგურა მოსაყდრე შიო ან ანდრია გვაზავა.
_ და რატომ დაჩქარდება პატრიარქის გადაყენება? წერილში მასზეც არის საუბარი?
_ არ ვიცი.
_ შეიძლება ვანო ჩხარტიშვილს პატრიარქი გაეფრთხილებინა მოახლოებული კომპრომატების გადადგომის თაობაზე და ეთხოვა გვერდზე გაწევა?
_ არა, ჩხარტიშვილი ითხოვდა პატრიარქისგან გადადგომას და მოსაყდრედ შიოს დასმას, პატრიარქმა ეს არ გააკეთა. ის ხელისუფლებას დაუკავშირდა, რომელმაც ყური ჩხარტიშვილ აუწია. მერე ჩამოვიდა ალფეევი და შიოს დასმა სთხოვა, ილია მეორემ მას ეს თხოვნა შეუსრულა.
ეკლესია ახლა ბიძინასა და ოპოზიციას შორის ვაჭრობს ვის დაუჭერს მხარს 2020 წლის არჩევნებზე
გოჩა მირცხულავა
ჟურნალისტი
_ საერთოდ რამდენი დაჯგუფებაა ეკლესიაში, რომლებიც შეიძლება ერთმანეთის წინააღდეგ ფლობდეს კომპრომატებს?
_ ასევე ვერ დავითვლით.
_ შეგიძლიათ მითხრათ ვის გულისხმობთ პროქართულ ან პრორუსს ძალებში?
_ პროქართული ფრთის იდენტიფიცირება იოლია, ესენი არიან: მეუფე გრიგოლი, მეფე პეტრე, მეუფე იობი და კიდევ რამდენიმე ეპისკოპოსი. მკვეთრად გამოხატული პრორუსები, ღიად რომ ჩანან სცენაზე, არიან: მოსაყდრე შიო, იგივე ანდრია, მათთან არის მიბმული გამრეკელი, ასევე ცალკე ფრთაა მეუფე დანიელი ჟვანიას ფავორიტი, მეუფე აბრაამი, რომელიც იყო ნაციონალების გარკვეული დაჯგუფების ფავორიტი, ახლა არის ევროპელების ფავორიტია. კანონით, 70 წლის ასაკის ზევით მყოფი პირი პატრიარქი ვერ გახდება, აბრაამს ეს პრობლემა აქვს. საპატრიარქოს დერეფნებში საუბარია ასაკობრივი ცენზის გაზრდაზე. თუ გაიზარდა, ესე იგი ის მეუფე აბრაამისთვის იზრდება. თუმცა, ვფიქრობ, აბრაამს პატრიარქობის შანსები არა აქვს. ჩვენ ასევე გვყავს მდუმარე ეპისკოპოსები, შეიძლება, ისინი პრორუსულ ძალებს ვერ მივაწეროთ, თუმცა, საკუთარი დუმილით ისინი სწორედ მათ წისქვილზე ასხამენ წყალს.
_ ანდრია გვაზავა ჩამონათვალში როგორ გაჩნდა?
_ ის რუსეთის ხელში ერთ-ერთი საუკეთესო კარტია. დევნილია, დევნილ მოსახლეობაში იმის განცდა გაჩნდება, რომ პატრიარქობის შემთხვევაში, ის იზრუნებს აფხაზეთზე... ახლა არის გორის ეპარქიაში. გვაზავა არის რუსეთის ინტერესების გამტარებელი და ეს მთელმა მართლმადიდებლურმა სამყარომ იცის. მოსაყდრე შიოს კი ვასაძე-დუგინის ტანდემი ლობირებდა.
_ და იაკობი ვის დაჯგუფებაში იყო?
_ არვის, ის საბოლოოდ, შორენამ ჩაითრია ამ პროცესებში...
_ მეუფე იაკობი გამოდიოდა სწორედ ციანიდის საქმეზე დეკანოზ მამალაძის წინააღმდეგ და არა მხოლოდ, მის წინააღმდეგ, რატომ?
_ საერთოდ დეკანოზი მამალაძე მეუფე დემეტრემ მოიყვანა და მას ფინანსური მონიტორინგი დაავალა, მოგეხსენებათ მთელ ფინანსებს საპატრიარქოში სწორედ მეუფე იაკობი განაგებდა, დემეტრემ სწორედ მამალაძეს დაავალა ფინანსური მდგომარეობის შესწავლა...
_ და რატომ დაიწყო მაინდამაინც იაკობით? ნებისმიერი სხვაც შეეძლოთ შეემოწმებინათ.
_ პირველი, იმიტომ რომ ფინანსებს მეუფე იაკობი განაგებდა, მეორე, გავლენის მოსაპოვებლად... პატრიარქოს ოჯახის, ანუ თავისივე ოჯახის სხვა წევრების მადის გასაკონტროლებლადაც.
_ გამოდის რომ დემეტრეც კომპრომატებს აგროვებდა იგივე იაკობის წინააღმდეგ და ეს მხოლოდ პირადი ინტერესი იყო?
_ დიახ, დაპირისპირება პირად ხასიათს ატარებდა.
_ თქვენც თქვით და ისე ჩანს, რომ ეკლესიაში არსებული თითოეული დაჯგუფების უკან გარკვეული პოლიტიკური ძალები დგანან, შესაბამისად, რამდენად სავარაუდოა, რომ ისინი მონაწილეობენ ამ ორთაბრძოლაში?
_ ტრადიციულად, გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის შემდეგ, ეკლესია ინდულგენციის გამცემის როლში აღმოჩნდა. ინდულგენცია გასცა შევარდნაძეზე, ხუნტაზე. ეკლესიამ გასცა ინდულგენცია 2003 წლის „ვარდების რევოლუციაზე“, როცა პატრიარქი პარლამენტის სხდომაზე არ მივიდა. საუბარია 22 ნოემბერზე, დღეზე, როცა მოხდა პარლამეტში შეჭრა, შესვლა თუ ჩაის დალევა... მოკლედ, რევოლუციის დღეს პატრიარქი პარლამენტში არ მივიდა.
რევოლუციამდე ერთი დღით ადრე, როცა პატრიარქი პარლამენტის სხდომაზე არ მივიდა.
ეკლესია, ერთის მხრივ, რუსეთის ინტერესებს ატარებს და პარალელურად ცდილობს ხელისუფლებაში ჰყავდეს ისეთი ძალა, რომელიც მას კომფორტს შეუქმნის
_ შესაბამისად, რა გასაკვირია, რომ ყველა პარტია, მმართველიც და ოპოზიციაც, ცდილობენ ეკლესიაში გავლენების მოპოვებას, მათი მხარდაჭერა არჩევნებში იგებს და ეს ყოველ ჯერზე დადასტურდა.
_ ეკლესია ახლა ბიძინასა და ოპოზიციას შორის ვაჭრობს ვის დაუჭერს მხარს 2020 წლის არჩევნებზე. დღეს საპატრიარქო სანაცვლოდ ითხოვს მისი ძალაუფლების ერთპიროვნულ დადასტურებას.
ეკლესია, ერთის მხრივ, რუსეთის ინტერესებს ატარებს და პარალელურად ცდილობს ხელისუფლებაში ჰყავდეს ისეთი ძალა, რომელიც მას კომფორტს შეუქმნის. ასე რომ, რაზეც თქვენ საუბრობთ, ეს ეკლესიის პოლიტიკური კონტექსტია, ეკლესიური კონტექსტი კი რუსული გავლენებია.
უხეში დათვლით, საქართველოს საპატრიარქო ყველაზე მდიდარი ინსტიტუტია, მისი მთლიანი ქონება აღწევს, უხეში დათვლებით, 25 მილიარდ ამერიკულ დოლარს
რეალურად, ეკლესიას პოლიტიკური ძალა ფეხებზე კიდია, ის გამოყენებაზეა. შევარდნაძე გამოიყენა თავის გადასარჩენად - ფეხზე რომ დამდგარიყო; სააკაშვილი გავლენების მოსაპოვებლად, და დღეს ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გახდეს ძალაუფლების ცენტრი, თამაშის წესები მან უკარნახოს ხელისუფლებას.
_ ეკლესიის მსახურები ძალიან მდიდრები არიან, მე ბევრ მათგანს ფეოდალებსაც კი ვადარებ...
_ სააკაშვილმა იმ პერიოდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დივიდენდები მისცა ეკლესიას. საპატრიარქოს აურაცხელი რაოდენობის ქონება გაუჩნდა: ფული, მიწები, ოქრო. დღეს საქართველოს საპატრიარქოს კუთვნილებაში არსებული მიწების ფართობი ბათუმის ტერიტორიის ტოლია.
უხეში დათვლით, საქართველოს საპატრიარქო ყველაზე მდიდარი ინსტიტუტია, მისი მთლიანი ქონება აღწევს, უხეში დათვლებით, 25 მილიარდ ამერიკულ დოლარს.... ცალკეა აღურიცხავი ქონება, რასაც ცალკეულ პირებს პრივატულად ბიზნესმენები ჩუქნიან ხოლმე. აქ საუბარია ბინებზე, მანქანებზე, მიწებზე.
საერთოდ, ეკლესია ძალიან კარგად გრძნობს პოლიტიკურ ტემპო რიტმს. შევარდნაძის მმართველობის ბოლო პერიდოში, როცა ქვეყანა უკვე კორუფციაში გახრწნა, ეკლესიამ მისი ხელისუფლების უსუსურობაც კარგად იგრძნო. სააკაშვილის დროს ის უკიდეგანოდ გამდიდრდა, მოიპოვა რეალური გავლენები, იმის საფასურად რომ მხარი დაუჭირა ვარდების რევოლუციას, სააკაშვილმა ეკლესიისგან ინდულგენცია მიიღო 2007 წელსაც, მიიღო 2008 წელსაც.
საქართველოს ეკლესიის მსახურები დივიდენდებს იღებდნენ, მაგრამ ზოგს კომპრომატებით, ზოგს კიდევ რამე სხვა მიზეზით, უხდებოდა მაშინდელ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა, არა რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ, არამედ, კონკრეტული პერსონების წინააღმდეგ. ჩვენებები არსებობს, სადაც ისინი მათთან მისული ადამიანების აღსარებებს უწერენ სპეცსამსახურებს.
ამოიღეს მამა გაბრიელის ნეშტი. ამ ორთვენახევრიან კომერციულ პროექტში 50 მილიონზე მეტი იშოვეს
ასე რომ, ეკლესია კი გაძლიერდა ერთის მხრივ, მაგრამ მეორეს მხრივ, ის იყო მუდმივი შანტაჟის ქვეშ, იძულებული იყო ხელისუფლების ცალკეული ნება-სურვილი შეესრულებინა. მათ ამ ზეწოლის მოშორება სურდათ, შესაბამისად, 2012 წელს მხარი ივანიშვილს დაუჭირეს. ისინი გადავიდნენ ამბიციების სხვა, ახალ ეტაპზე. მათი ინტერესი იყო უკვე ხელისუფლებაზე კონტროლის დაწესება...
მაგრამ ეს ხელისუფლება არ აღმოჩნდა ის ხელისუფლება, რომელიც მაქსიმალურად დააკმაყოფილებდა საქართველოს ეკლესიას და ცალკეული ადამიანების ამბიციებს.
ერთი კვირით ამოიღეს მამა გაბრიელის ნეშტი. ამ ორთვენახევრიან კომერციულ პროექტში 50 მილიონზე მეტი იშოვეს და იქვე იმის დემონსტრირებაც მოახდინეს თუ რამდენი მრევლი ჰყავს მას; ამის დემონსტრირებას შეეცადნენ ისინი 17 მაისსაც, კანაფის სკანდალის დროსაც. სხვათა შორის, ისინი კანაფის ბიზნესში არა მხოლოდ ჩართვას ითხოვდნენ, არამედ, ექსკლუზიურ უფლებას მასზე, არ მიიღეს და მერე გამოაცხადეს ეს ბიზნესი ბოროტებად.
P.S. საინტერესოა, რომ დეკანოზის ძმა თორნიკე მამალაძე, რომელიც წერილის გამოქვეყნების წინააღმდეგია, „ნაციონალური მოძრაობის“ თამაშიდან თითქოს გადის და დისტანცირებას ახდენს . ეს მეორე შემთხვევაა. პირველად, მთავარ ოპოზიციად წოდებული ძალის მიერ დაგეგმილ სცენარში მონაწილეობაზე უარი დავით სარალიძემ თქვა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |