ედიშერ გვენეტაძე „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმაზე-ეჭვი მაქვს ეს ძალადობა გამოწვეული და დადგმული ხომ არ არის იგივე ე.წ. ოპოზიციის მიერ, რომ დაძაბოს ვითარება, შემდეგ კი ქვეყანაში დაიწყოს უმართავი პროცესები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
112 08 დეკემბერი 2024, 00:14
რაც მოხდა  ტვ1-ის ჟურნალისტის და ოპერატორის  მიმართ,  ვგმობ. აუცილებლად გამოსაძიებელია  და სახელმწიფო ამას კიდევაც გამოიძიებს, მაგრამ დიდი ეჭვი მაქვს  ეს ძალადობა გამოწვეული და დადგმული ხომ არ არის იგივე ე.წ. ოპოზიციის, სინამდვილეში კი თავისი ქმედებებიდან გამომდინარე მეხუთე კოლონის  მიერ,  დაძაბოს ვითარება, დაღვაროს სისხლი“- ამის შესახებ ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს. 

ექსპერტის თქმით, იმ ადამიანებისაგან, რომლებმაც დღეს მოინდომეს ავტოავარიაში გარდაცვლილ ქალის სათავისოდ გამოყენება, მუხტის აწევა და სიცრუე სიცრუეზე ავრცელებდნენ მთელი დღის განმავლობაში, უკვირს ვინმეს ასეთი პროვოკაცია?

მისივე შეფასებით,  მომხდარი ფაქტი არის დადგმული ე.წ. ოპოზიციის მიერ.


„რაც ამ საღამოს მოხდა  ტვ1-ის ჟურნალისტის და ოპერატორის  მიმართ, ეს უდაოდ დასაგმობია და ვგმობ. აუცილებლად გამოსაძიებელია  და სახელმწიფო ამას კიდევაც გამოიძიებს.
მაგრამ  მე დიდი ეჭვი მაქვს  ეს ძალადობა გამოწვეული და დადგმული ხომ არ არის იგივე ე.წ. ოპოზიციის, სინამდვილეში კი თავისი ქმედებებიდან გამომდინარე მეხუთე კოლონის  მიერ,  დაძაბოს ვითარება, დაღვაროს სისხლი. შემდეგ კი  ქვეყანაში  დაიწყოს უმართავი პროცესები და შედგეს ის რაც დამკვეთებს სურთ ანუ სახელმწიფო გადატრიალება. 
შესაბამისად მაქვს კითხვები: 
როგორ აღმოჩნდა იქ ამ სამწუხარო   ინციდენტის ადგილას ზუსტად იმავე წუთას გირჩი-ზურაბა კამერით ხელში? თუ ვინმეს ტვ1-ის, რომელიმე ჟურნალისტის და ოპერატორის  ცემა უნდოდა, რა ისეთი ბრიყვი იყო და არ ჩანს კადრებში, რომ ბრიყვებია, ამას  კამერების მიღმა ვერ გააკეთებდნენ და გადაღებულ ვიდეომასალას და ვიდეოკამერას იქ დატოვებდნენ? იმ ადამიანებისაგან, რომლებმაც დღეს მოინდომეს ავტოავარიაში გარდაცვლილ ქალის სათავისოდ გამოყენება, მუხტის აწევა და სიცრუე სიცრუეზე ავრცელებდნენ მთელი დღის განმავლობაში, უკვირს ვინმეს ასეთი პროვოკაცია?
დასასრულ მომკალით და ლოგიკა იქით მიგვითითებს, რომ მომხდარი ფაქტი არის დადგმული ე.წ. ოპოზიციის მიერ.
ამიტომაც აუცილებელია ამ ინციდენტის სასწრაფოდ გამოძიება და დამნაშავის დასჯა.“-წერს ედიშერ გვენეტაძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას გააიოლებს – ეს პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტია „ურჩი“ ქვეყნების წინააღმდეგ
ევროკავშირი „ურჩი“ ქვეყნების დასასჯელად უვიზო რეჟიმის ცვლილებას ამზადებს
ნაცრეჟიმის მიერ ნაწამები, ნელი სიკვდილით განადგურებული სულხან მოლაშვილი ერთ-ერთი სამხილია თუ რატომ უნდა აიკრძალოს ფაშისტი „ნაციონალური მოძრაობა“,
ევროკავშირში დემოკრატიის არსის განხილვა გვჭირდება იმაზე, რაც მოხდა რუმინეთში, საფრანგეთში არჩევნებთან და დასავლეთის მიერ საქართველოსა და სერბეთში ორგანიზებულ „მაიდნებთან“ დაკავშირებით
ცილი სწამო სოზარ სუბარს სააკაშვილის რეჟიმის „გაპრავებაში" და კონფორმიზმში - მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც საკუთარ სინდისს, აქვს თუ არ აქვს, კატეგორია „არ მახსოვს" მიაკუთვნებს
არქივი