ნიკოლოზ მეტრეველი „ჯიპიაი ჰოლდინგს": თქვენ ვინ უნდა დააზღვიოთ და ვის ჯანმრთელობაზე უნდა იზრუნოთ, სვავებივით სისხლი გწყურიათ!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
56 07 დეკემბერი 2024, 16:25

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მიერ აქციაზე მიმავალი ქალბატონის გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას ეხმიანება.

როგორც მეტრეველი აღნიშნავს, "ჯიპიაი ჰოლდინგს" სვავებივით სისხლი სწყურიათ და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის ითხოვს მათგან ბოდიშის მოხდას.

„კეთილი ინებოს "ჯიპიაი ჰოლდინგმა" და ბოდიში მოიხადოს!

თქვენ ვინ უნდა დააზღვიოთ და ვის ჯანმრთელობაზე უნდა იზრუნოთ, სვავებივით სისხლი გწყურიათ!" - წერს ნიკოლოზ მეტრეველი.

ინფორმაციისთვის, "ჯიპიაი ჰოლდინგის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში მითითებული იყო, რომ ქალბატონი აქციაზე მყოფი შვილის დასახმარებლად მიდიოდა. მოგვიანებით გარდაცვლილი ქალბატონის შვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, "დედაჩემი აქციაზე მოდიოდა მხოლოდ იმიტომ, რომ თავისი მოქალაქეობრივი ვალი მოეხადა და არა იმიტომ, რომ ვიღაც მცემდა! ისწავლეთ სხვისი პირადი სივრცის პატივისცემა და დატოვეთ რამე წმინდა!".

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას გააიოლებს – ეს პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტია „ურჩი“ ქვეყნების წინააღმდეგ
ევროკავშირი „ურჩი“ ქვეყნების დასასჯელად უვიზო რეჟიმის ცვლილებას ამზადებს
ნაცრეჟიმის მიერ ნაწამები, ნელი სიკვდილით განადგურებული სულხან მოლაშვილი ერთ-ერთი სამხილია თუ რატომ უნდა აიკრძალოს ფაშისტი „ნაციონალური მოძრაობა“,
ევროკავშირში დემოკრატიის არსის განხილვა გვჭირდება იმაზე, რაც მოხდა რუმინეთში, საფრანგეთში არჩევნებთან და დასავლეთის მიერ საქართველოსა და სერბეთში ორგანიზებულ „მაიდნებთან“ დაკავშირებით
ცილი სწამო სოზარ სუბარს სააკაშვილის რეჟიმის „გაპრავებაში" და კონფორმიზმში - მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც საკუთარ სინდისს, აქვს თუ არ აქვს, კატეგორია „არ მახსოვს" მიაკუთვნებს
არქივი