დავით ჩიხელიძე - ტრაგედიის მოსურნე ნაცებს კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, არ გამართლდა მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, არადა როგორ სჭირდებათ მსხვერპლი, თუნდაც ირიბი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
60 07 დეკემბერი 2024, 15:57
ექსპერტი დავით ჩიხელიძე აქციაზე მიმავალი ქალბატონის გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ სპეკულაციებს ეხმიანება. როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, კოლექტიური ოპოზიცია ტრაგედიით ხელის მოთბობას ცდილობს, რაც ამორალური და არაეთიკურია. "ტრაგედიის მოსურნე ნაცებს კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, არ გამართლდა მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, არადა როგორ სჭირდებათ მსხვერპლი, თუნდაც ირიბი. კოლექტიური ოპოზიცია ტრაგედიით ხელის მოთბობას ცდილობს, რაც ამორალური და არაეთიკურია, ადამიანს პირადი სივრცე არ დაუტოვეს, გლოვის საშუალებასაც კი არ აძლევენ, დღეს ჯერ, ფეიკი გაავრცელეს, შემდეგ საინფორმაციო ველი "დაბომბეს" და ბოლოს პოსტები წაშალეს, ტყუილად დაშვრა ოპოზიციური სიყალბის მანქანა, საზოგადოება ვერ მოატყუეს, სამაგიეროდ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა ოპოზიციის სვავური სახე", - წერს დავით ჩიხელიძე. ინფორმაციისთვის, სოციალურ ქსელში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაცვლილი ქალბატონის შვილმა პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აცხადებს, რომ პიარისთვის მისი ტკივილის გამოყენება, ტყუილი ინფორმაციის გავრცელება და მსგავსი მანიპულაციით ცეცხლზე ნავთის დასხმა ამაზრზენია.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას გააიოლებს – ეს პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტია „ურჩი“ ქვეყნების წინააღმდეგ
ევროკავშირი „ურჩი“ ქვეყნების დასასჯელად უვიზო რეჟიმის ცვლილებას ამზადებს
ნაცრეჟიმის მიერ ნაწამები, ნელი სიკვდილით განადგურებული სულხან მოლაშვილი ერთ-ერთი სამხილია თუ რატომ უნდა აიკრძალოს ფაშისტი „ნაციონალური მოძრაობა“,
ევროკავშირში დემოკრატიის არსის განხილვა გვჭირდება იმაზე, რაც მოხდა რუმინეთში, საფრანგეთში არჩევნებთან და დასავლეთის მიერ საქართველოსა და სერბეთში ორგანიზებულ „მაიდნებთან“ დაკავშირებით
ცილი სწამო სოზარ სუბარს სააკაშვილის რეჟიმის „გაპრავებაში" და კონფორმიზმში - მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც საკუთარ სინდისს, აქვს თუ არ აქვს, კატეგორია „არ მახსოვს" მიაკუთვნებს
არქივი