ედმონდ მინაშვილი: გარდაცვლილი გმირის, მიშიკო დვალიშვილის დედა ცუდად არის, მორიგი ტყუილი მოისმინა ცრუპენტელა ჟურნალისტისგან, ვინმე დეა მამისეიშვილისგან, შინდისის გმირის ბიძაშვილი ვარო - არავითარი კავშირი არ აქვს ამ უზრდელ გოგოს მიშიკოს ოჯახთან! გაფრთხილებთ, გაეშვით "შინდისის გმირების" სახელების ხსენებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
60 07 დეკემბერი 2024, 15:30
სიბინძურე, მორიგო ტყუილი, - "შინდისის გმირებს" სახელებს იყენებენ უკვე ეს უნამუსოები თავიანთი მზაკვრული გეგმებისთვის, ეს ქვეყნის მტრები,  -  წერს რუსთაველის თეატრის მსახიობი, ედმონდ მინაშვილი, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, შინდისის გმირებიდან ერთ-ერთი გარდაცვლილის, მიხეილ დვალიშვილის დედამ, მოისმინა "მთავარი არხის" ჟურნალისტის ტყუილი, თითქოს ის დვალიშვილის ბიძიაშვილია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც ედმონდ მინაშვილი აღნიშნავს, ჟურნალისტ დეა მამისეიშვილს, არავითარი კავშირი არ აქვს გარდაცვილი გმირის ოჯახთან.
"სიბინძურე, მორიგო ტყუილი, - "შინდისის გმირებს" სახელებს იყენებენ უკვე ეს უნამუსოები თავიანთი მზაკვრული გეგმებისთვის, ეს ქვეყნის მტრები ... ახლა დამირეკა გარდაცვლილი გმირის, - მიშიკო დვალიშვილის მამამ, ძალიან აღელვებული იყო, მიშიკოს დედას წნევა ვერ დაურეგულირეს ისე ცუდად არის შვილმკვდარი ქალბატონი, გუშინდელი მორიგი ტყუილი მოისმინა ბინძური ტელევიზიის ცრუპენტელა ჟურნალისტისგან - ვინმე დეა მამისეიშვილისგან, თურმე გაჰკივის, შინდისის გმირის - მიხეილ დვალიშვილის ბიძაშვილი ვარო, ხალხნოო, ეს არის აბსოლუტური ტყუილი და მორიგი ბოროტება! არავითარი კავშირი არ აქვს ამ უზრდელ გოგოს მიშიკოს ოჯახთან! გაფრთხილებთ, გაეშვით "შინდისის გმირების" სახელების ხსენებას, დედეს გიტირებთ ყველას, თქვე უნამუსოებო, მე მაინც არ ვიცოდე ვინ ხართ და ვინ რა გააკეთა იმ ბიჭებისთვის... ძალიან მალე დაგივლით ყველას, ძალიან მალე, უხ თქვენი....!!!!" -  წერს ედმონდ მინაშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას გააიოლებს – ეს პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტია „ურჩი“ ქვეყნების წინააღმდეგ
ევროკავშირი „ურჩი“ ქვეყნების დასასჯელად უვიზო რეჟიმის ცვლილებას ამზადებს
ნაცრეჟიმის მიერ ნაწამები, ნელი სიკვდილით განადგურებული სულხან მოლაშვილი ერთ-ერთი სამხილია თუ რატომ უნდა აიკრძალოს ფაშისტი „ნაციონალური მოძრაობა“,
ევროკავშირში დემოკრატიის არსის განხილვა გვჭირდება იმაზე, რაც მოხდა რუმინეთში, საფრანგეთში არჩევნებთან და დასავლეთის მიერ საქართველოსა და სერბეთში ორგანიზებულ „მაიდნებთან“ დაკავშირებით
ცილი სწამო სოზარ სუბარს სააკაშვილის რეჟიმის „გაპრავებაში" და კონფორმიზმში - მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც საკუთარ სინდისს, აქვს თუ არ აქვს, კატეგორია „არ მახსოვს" მიაკუთვნებს
არქივი