მარიამ ჟორჟოლაძე: დილიდან გავრცელდა ცრუ ინფორმაცია თითქოს ბიძაჩემი გია ალავერდაშვილი არის სპეცრაზმელი და ხალხს არბევს რუსთაველზე. ეს ადამიანი 65 წელს გადაცილებულია და 10 წელია თითქმის აღარ ცხოვრობს საქართველოში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
95 06 დეკემბერი 2024, 21:28

მარიამ ჟორჟოლაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ მის ბიძაზე გია ალავერდაშვილზე ცრუ ინფორმაციას სხვადასხვა ჯგუფებში ავრცელებენ და აზიარებენ. მისივე თქმით ბიძამისი 65 წელს გადაცილებულია და 10 წელია თითქმის აღარ ცხოვრობს საქართველოში.

„დილიდან გავრცელდა ცრუ ინფორმაცია თითქოს ბიძაჩემი გია ალავერდაშვილი ( გრიგოლი გრიგოლის ძე) არის სპეცრაზმელი და ხალხს არბევს რუსთაველზე 65 წელს გადაცილებულია. დაათრევენ ცნობილი ტიპები გვერდიდან გვერდზე და აზიარებენ გადაუმოწმებელ ინფორმაციას.

ეს ადამიანი:
• 10 წელია თითქმის აღარ ცხოვრობს საქართველოში;
• 2006 წლიდან აღარ მუშაობს შსს-ში;
• იმაზე მეტი აქვს საქართველოსთვის გაკეთებული ვიდრე უმრავლესობა ჩვენგანს, მათ შორის იბრძოდა აფხაზეთის ომში და იცავდა თავის მოქალაქეებს 9 აპრილს რუსთაველზე.

ვინ მოგცათ იმის უფლება რომ ადამიანს ასე გადაუაროთ უმიზეზოდ? ლანძღოთ აგინოთ და ღირსება შეულახოთ. ვინ მოგცათ? ამგვარი ცრუ ინფორმაციის გავრცელებით სხვა ინფორმაციების სისწორეც ეჭვის ქვეშ დგას ჩემთვის.

აზროვნება როდის უნდა ისწავლოს ხალხმა დაგეშილი ძაღლებივით ვინც მოხვდებათ ის რომ არ დაჯიჯგნონ?

შეიძლება არაპოპულარული აზრია და არავის აწყობს იმის გავრცელება ახლა რომ ცრუ ინფორმაცია გავრცელდა და არც გამიკვირდება ეს პოსტიც რომ წაშალონ როგორც მოგზაურთა ჯგუფში წაგვიშალეს პოსტი. მისი ადმინები კი პირადში ლანძღავდნენ გიას.

ერთ რამეზე შევთანხმდეთ რა! თუ გვინდა განვითარება ცოტა მეტად უნდა დავატანოთ ტვინს ძალა და ბრმა იარაღად არ უნდა ვიქცეთ. ასე ბიძინას მოშორება ძალიან გაგვიჭირდება!“ - წერს მარიამ ჟორჟოლაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას გააიოლებს – ეს პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტია „ურჩი“ ქვეყნების წინააღმდეგ
ევროკავშირი „ურჩი“ ქვეყნების დასასჯელად უვიზო რეჟიმის ცვლილებას ამზადებს
ნაცრეჟიმის მიერ ნაწამები, ნელი სიკვდილით განადგურებული სულხან მოლაშვილი ერთ-ერთი სამხილია თუ რატომ უნდა აიკრძალოს ფაშისტი „ნაციონალური მოძრაობა“,
ევროკავშირში დემოკრატიის არსის განხილვა გვჭირდება იმაზე, რაც მოხდა რუმინეთში, საფრანგეთში არჩევნებთან და დასავლეთის მიერ საქართველოსა და სერბეთში ორგანიზებულ „მაიდნებთან“ დაკავშირებით
ცილი სწამო სოზარ სუბარს სააკაშვილის რეჟიმის „გაპრავებაში" და კონფორმიზმში - მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც საკუთარ სინდისს, აქვს თუ არ აქვს, კატეგორია „არ მახსოვს" მიაკუთვნებს
არქივი