ვანო ნადირაძე აქციის მონაწილეებს: ზუსტად ახლა სჭირდება ბოლო და მაქსიმალური შეტევები, ახლა ჩვენ უნდა ვიყოთ აგრესიულები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
62 06 დეკემბერი 2024, 14:13

ზუსტად ახლა სჭირდება ბოლო და მაქსიმალური შეტევები, რათა მათი დასასრული სისრულეში იქნას მოყვანილი, - ასე მიმართავს უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე, რადიკალური ოპოზიციის აქციის მონაწილეებს სოციალური ქსელის მეშვეობით.

ნადირაძის მოსაზრებით, „შერბილებულ ქცევას" საპოლიციო ძალების მხრიდან, პროტესტის მონაწილეები არ უნდა აჰყვნენ და პირიქით, მეტი რადიკალიზმისკენ მოუწოდებს მათ.

„როგორც ვატყობ, რუსეთისგან მათ ახალი რეკომენდაციები აქვთ. დარბევები შეაჩერონ და გადავიდნენ ოპერატიულ მუშაობაზე აგენტურის მეშვეობით რომ ჩვენ შიგნით გამოიწვიონ რღვევა. ამიტომ ქუჩამ არ უნდა მიიძინოს , იმ ფონზე რომ არ გარბევენ. პირიქით ახლა უფრო მეტი აქტიურობაა საჭირო ქუჩაში, მეტი რადიკალიზმი, განსაკუთრებით ახლა როცა თვითონ შსს აქვთ არა სახარბიელო სიტუაცია. ზუსტად ახლა სჭირდება ბოლო და მაქსიმალური შეტევები რათა მათი დასასრული სისრულეში იქნას მოყვანილი. არ აჰყვეთ მათ თამაშს , მათ "ვითომ" შერბილებულ ქცევას, ეს არის დროებითი,მოჩვენებით მათი ქცევა , სანამ ისევ სულს გამოითხოვენ. აქამდე ისინი იყვნენ აგრესიულები ახლა ჩვენ უნდა ვიყოთ. ნუ აჰყვებით მათ თამაშს!!!!" - წერს ნადირაძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას გააიოლებს – ეს პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტია „ურჩი“ ქვეყნების წინააღმდეგ
ევროკავშირი „ურჩი“ ქვეყნების დასასჯელად უვიზო რეჟიმის ცვლილებას ამზადებს
ნაცრეჟიმის მიერ ნაწამები, ნელი სიკვდილით განადგურებული სულხან მოლაშვილი ერთ-ერთი სამხილია თუ რატომ უნდა აიკრძალოს ფაშისტი „ნაციონალური მოძრაობა“,
ევროკავშირში დემოკრატიის არსის განხილვა გვჭირდება იმაზე, რაც მოხდა რუმინეთში, საფრანგეთში არჩევნებთან და დასავლეთის მიერ საქართველოსა და სერბეთში ორგანიზებულ „მაიდნებთან“ დაკავშირებით
ცილი სწამო სოზარ სუბარს სააკაშვილის რეჟიმის „გაპრავებაში" და კონფორმიზმში - მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც საკუთარ სინდისს, აქვს თუ არ აქვს, კატეგორია „არ მახსოვს" მიაკუთვნებს
არქივი