ზურაბ ქადაგიძე: ნეტა რა მოხდა გუშინ, პირო-ტექნიკას და ასაფეთქებლებს არავინ ისროდა?! შესაბამისად, ძალოვნებთან დაპირისპირებაც არ მომხდარა, არც ერთი მშვიდობიანი მანიფესტანტი არ დაუკავებიათ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
75 05 დეკემბერი 2024, 13:12

ნეტა რა მოხდა გუშინ, პირო-ტექნიკას და ასაფეთქებლებს არავინ ისროდა?! შესაბამისად, ძალოვნებთან დაპირისპირებაც არ მომხდარა, არც ერთი მშვიდობიანი მანიფესტანტი არ დაუკავებიათ,- წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე.

ქადაგიძის თქმით, შესაძლებელი ყოფილა, მშვიდობიანი პროტესტი, არავინ ზღუდავს აქციის მონაწილეთა გამოხატვის თავისუფლებას, რადგან კანონის ფარგლებში ყველანაირი პროტესტი შესაძლებელია და არავინ კრძალავს მას.

„ნეტა რა მოხდა გუშინ, პირო-ტექნიკას და ასაფეთქებლებს არავინ ისროდა?!

შესაბამისად, ძალოვნებთან დაპირისპირებაც არ მომხდარა, არც ერთი მშვიდობიანი მანიფესტანტი, არ დაუკავებიათ.

თურმე შესაძლებელი ყოფილა, მშვიდობიანი პროტესტი და არავინ ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, რადგან კანონის ფარგლებში ყველანაირი პროტესტი შესაძლებელია და არავინ კრძალავს.

მას შემდეგ რაც, პუტჩისტი პარტიებისა და მათი ორგანიზაციების ოფისებში ჩხრეკა ჩატარდა, ამოღებულ იქნა დიდი რაოდენობით პირო-ტექნიკა, "მოლოტოვები", ნიღბები და უამრავი ნივთ-მტკიცება, რითაც ამ დღეების განმავლობაში, ექსტრემისტული ჯგუფები პოლიციასთან დაპირისპირებაში იყენებდნენ.

შესაბამისად, ამოღებულია დანაშაულის საშუალებები, დაკავებული არიან ორგანიზატორები და დაწყებულია მათ წინააღმდეგ გამოძიება, პროტესტმა მშვიდობიანი ფორმა შეიძინა და არავის უსვრია, დაუწვავს და კონფლიქტში შესულა ძალოვან უწყებებთან,“- წერს ზურაბ ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას გააიოლებს – ეს პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტია „ურჩი“ ქვეყნების წინააღმდეგ
ევროკავშირი „ურჩი“ ქვეყნების დასასჯელად უვიზო რეჟიმის ცვლილებას ამზადებს
ნაცრეჟიმის მიერ ნაწამები, ნელი სიკვდილით განადგურებული სულხან მოლაშვილი ერთ-ერთი სამხილია თუ რატომ უნდა აიკრძალოს ფაშისტი „ნაციონალური მოძრაობა“,
ევროკავშირში დემოკრატიის არსის განხილვა გვჭირდება იმაზე, რაც მოხდა რუმინეთში, საფრანგეთში არჩევნებთან და დასავლეთის მიერ საქართველოსა და სერბეთში ორგანიზებულ „მაიდნებთან“ დაკავშირებით
ცილი სწამო სოზარ სუბარს სააკაშვილის რეჟიმის „გაპრავებაში" და კონფორმიზმში - მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც საკუთარ სინდისს, აქვს თუ არ აქვს, კატეგორია „არ მახსოვს" მიაკუთვნებს
არქივი