ნინო ფოჩხუა: ბევრი ადამიანი დგას აქციაზე, რომელიც წყნარად, მშვიდად გამოხატავს თავის პროტესტს, მაგრამ ვხედავთ ადამიანთა ჯგუფს, რომელთა ქმედებაც, მხოლოდ აქციის ნორმებს კი არა, ყოველგვარ ადამიანურ ნორმებს სცილდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
66 03 დეკემბერი 2024, 23:15

ბევრი ადამიანი დგას აქციაზე, რომელიც წყნარად, მშვიდად გამოხატავს თავის პროტესტს, მაგრამ ვხედავთ ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც მარტო აქციის ნორმებს კი არა, არამედ ყოველგვარ ადამიანურ ნორმებსაც სცილდება მათი მოქმედება, - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, აღნიშნული ჯგუფი მიზანმიმართულად აზიანებს სახელმწიფო შენობებს, მოლოტოვის კოქტეილებით წვავს არა მარტო შენობებს და ავტომანქანებს, არამედ პოლიციელებს, რომლებიც წესრიგს და მათ უსაფრთხოებას იცავენ.

„ბევრი ადამიანი დგას აქციაზე, რომელიც წყნარად, მშვიდად გამოხატავს თავის პროტესტს, მაგრამ ვხედავთ ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც მარტო აქციის ნორმებს კი არა, არამედ ყოველგვარ ადამიანურ ნორმებსაც სცილდება მათი მოქმედება. ეს ჯგუფი მიზანმიმართულად აზიანებს სახელმწიფო შენობებს, მოლოტოვის კოქტეილებით წვავს არა მარტო შენობებს და ავტომანქანებს, არამედ პოლიციელებს, რომლებიც წესრიგს იცავენ და წესით მათ უსაფრთხოებასაც.

მე ჯერ ვერსად ვერ ვნახე მშვიდობიან მომიტინგეზე თავდასხმა პოლიციელების მხრიდან, ვერავინ იტყვის, ჩემთვის ვიდექი და სპეცრაზმელი თავს დამესხაო, მაგრამ როცა სცილდები მანიფესტების და შეკრებების დადგენილ კანონს, იქ მზად უნდა იყო პოლიციელის მხრიდან კანონის აღდგენის,“ - წერს ნინო ფოჩხუა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას გააიოლებს – ეს პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტია „ურჩი“ ქვეყნების წინააღმდეგ
ევროკავშირი „ურჩი“ ქვეყნების დასასჯელად უვიზო რეჟიმის ცვლილებას ამზადებს
ნაცრეჟიმის მიერ ნაწამები, ნელი სიკვდილით განადგურებული სულხან მოლაშვილი ერთ-ერთი სამხილია თუ რატომ უნდა აიკრძალოს ფაშისტი „ნაციონალური მოძრაობა“,
ევროკავშირში დემოკრატიის არსის განხილვა გვჭირდება იმაზე, რაც მოხდა რუმინეთში, საფრანგეთში არჩევნებთან და დასავლეთის მიერ საქართველოსა და სერბეთში ორგანიზებულ „მაიდნებთან“ დაკავშირებით
ცილი სწამო სოზარ სუბარს სააკაშვილის რეჟიმის „გაპრავებაში" და კონფორმიზმში - მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც საკუთარ სინდისს, აქვს თუ არ აქვს, კატეგორია „არ მახსოვს" მიაკუთვნებს
არქივი