დავით ჩიხელიძე: მშვიდობიანი პროტესტი ყოველთვის დაცულია, აგრესია შობს აგრესიას, აქციის მონაწილეები თუ კანონის ფარგლებში იმოქმედებენ ისინი ნახავენ, რომ მათ არავინ ერჩის!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
79 03 დეკემბერი 2024, 22:17
მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, აქციის მიმდინარეობის დროს აქციის მონაწილეთა მხრიდან ძალადობის არაერთი ფაქტი ვნახეთ, ისინი შეგნებულად ახდენენ სამართალდამცავი უწყებების პროვოცირებას მთელი საღამოს განმავლობაში იწვევენ პოლიციელებს, ესვრიან პიროტექნიკას და ა.შ. პარალელურად ჩვენ ვნახეთ, აქციის მონაწილეთა ადეკვატური ქცევა, - ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.
ის მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, პროტესტი მშვიდობიანი ფორმით გამოხატონ, ვინაიდან თუ აგრესიას არ გამოავლენენ, დაინახავენ, რომ მათ არავინ ერჩის.
"მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, აქციის მიმდინარეობის დროს აქციის მონაწილეთა მხრიდან ძალადობის არაერთი ფაქტი ვნახეთ, ისინი შეგნებულად ახდენენ სამართალდამცავი უწყებების პროვოცირებას მთელი საღამოს განმავლობაში იწვევენ პოლიციელებს, ესვრიან პიროტექნიკას და ა.შ. პარალელურად ჩვენ ვნახეთ, აქციის მონაწილეთა ადეკვატური ქცევა, უფრო მეტიც აქციის მონაწილე და სპეცრაზმის წარმომადგენელმა ერთად იმღერა მრავალხმიანი უნიკალური ქართული სიმღერა და ა.შ. მოვუწოდებ აქციის მონაწილეებს, საკუთარი პროტესტი მშვიდობიანი აქციის ფორმატში გამოხატონ, აღნიშნულ შემთხვევაში დაცული იქნება აქციის მონაწილის უფლება, რადგან მშვიდობიანი პროტესტი ყოველთვის დაცულია. აგრესია შობს აგრესიას, აქციის მონაწილეები თუ კანონის ფარგლებში იმოქმედებენ ისინი ნახავენ, რომ მათ არავინ ერჩის!" - წერს ჩიხელიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას გააიოლებს – ეს პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტია „ურჩი“ ქვეყნების წინააღმდეგ
ევროკავშირი „ურჩი“ ქვეყნების დასასჯელად უვიზო რეჟიმის ცვლილებას ამზადებს
ნაცრეჟიმის მიერ ნაწამები, ნელი სიკვდილით განადგურებული სულხან მოლაშვილი ერთ-ერთი სამხილია თუ რატომ უნდა აიკრძალოს ფაშისტი „ნაციონალური მოძრაობა“,
ევროკავშირში დემოკრატიის არსის განხილვა გვჭირდება იმაზე, რაც მოხდა რუმინეთში, საფრანგეთში არჩევნებთან და დასავლეთის მიერ საქართველოსა და სერბეთში ორგანიზებულ „მაიდნებთან“ დაკავშირებით
ცილი სწამო სოზარ სუბარს სააკაშვილის რეჟიმის „გაპრავებაში" და კონფორმიზმში - მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც საკუთარ სინდისს, აქვს თუ არ აქვს, კატეგორია „არ მახსოვს" მიაკუთვნებს
არქივი