ზაალ ანჯაფარიძე სალომე ზურაბიშვილის მიერ ძალოვნებზე გაკეთებულ განცხადებაზე: ის, რასაც დღეს ვხედავთ ვადამილეულ (პ)რეზიდენტის მხრიდან, არის სრული პოლიტიკური და მორალური მარგინალიზაცია, კრახი, დაცემა - როგორც გნებავთ ისე უწოდეთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
131 03 დეკემბერი 2024, 12:45

ის, რასაც დღეს ვხედავთ ვადამილეულ (პ)რეზიდენტის მხრიდან, არის სრული(!) პოლიტიკური და მორალური მარგინალიზაცია, კრახი, დაცემა - როგორც გნებავთ ისე უწოდეთ. იმდენად არის შესული ავადმყოფურ აზარტში, რომ როგორც ერთ ქართულ ფილმშია, "თავკონტროლი აქვს დაკარგული, - ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც, საპოლიციო ძალები ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან.

მისივე თქმით, ნარცისიზმი და თვითგანდიდების მანია, რითაც ზურაბიშვილი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ დაავადდა, იმის გამო რომ იყო "nobody" და უცებ გახდა "somebody," უკურნებელი სენია.

„იმაზე, რასაც ქვემოთ დავწერ, ვიცი ბევრს ექნება სრულიად საფუძვლიანი კონტრარგუმენტი - ეს ხომ ამ ხელისუფლებამ გაათრია პრეზიდენტადო და ა.შ. დიახ, სამწუხაროდ ასე იყო და შეცდომა აღიარებულია.
თუმცა, ის რასაც დღეს ვხედავთ ვადამილეულ (პ)რეზიდენტის მხრიდან, არის სრული(!) პოლიტიკური და მორალური მარგინალიზაცია, კრახი, დაცემა - როგორც გნებავთ ისე უწოდეთ. იმდენად არის შესული ავადმყოფურ აზარტში, რომ როგორც ერთ ქართულ ფილმშია, "თავკონტროლი აქვს დაკარგული."
მოგეხსენებათ ნარცისიზმი და თვითგანდიდების მანია, რითაც ზურაბიშვილი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ დაავადდა, იმის გამო რომ იყო "nobody" და უცებ გახდა "somebody," უკურნებელი სენია.
არ ვიცი ჩვენი საზოგადოება როგორ მოექცევა ზურაბიშვილს, იმის შემდეგ, რაც ორბელიანების სასახლეს დაატოვებინებენ და აუცილებლად უნდა დაატოვებინონ, რაც არ უნდა გაჯიუტდეს იქიდან გამოსვლაზე“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას გააიოლებს – ეს პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტია „ურჩი“ ქვეყნების წინააღმდეგ
ევროკავშირი „ურჩი“ ქვეყნების დასასჯელად უვიზო რეჟიმის ცვლილებას ამზადებს
ნაცრეჟიმის მიერ ნაწამები, ნელი სიკვდილით განადგურებული სულხან მოლაშვილი ერთ-ერთი სამხილია თუ რატომ უნდა აიკრძალოს ფაშისტი „ნაციონალური მოძრაობა“,
ევროკავშირში დემოკრატიის არსის განხილვა გვჭირდება იმაზე, რაც მოხდა რუმინეთში, საფრანგეთში არჩევნებთან და დასავლეთის მიერ საქართველოსა და სერბეთში ორგანიზებულ „მაიდნებთან“ დაკავშირებით
ცილი სწამო სოზარ სუბარს სააკაშვილის რეჟიმის „გაპრავებაში" და კონფორმიზმში - მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც საკუთარ სინდისს, აქვს თუ არ აქვს, კატეგორია „არ მახსოვს" მიაკუთვნებს
არქივი