თამთა მეგრელიშვილი სალომე ზურაბიშვილზე: ეს ქალი არის უახლოესი ისტორიის შავი ლაქა, რომელსაც საშუალება რომ მისცემოდა ზუსტად ისე იმოქმედებდა როგორც მიხეილ სააკაშვილი მოქმედებდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
63 03 დეკემბერი 2024, 11:56

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას „პოლიციელები ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან. მათ ურიგებენ ამფეტამინს“ სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ ზურაბიშვილი პრეზიდენტის თანამდებობაზე დარჩენილ დროში ქართული სახელმწიფოს იმიჯის დაზიანებას აგრძელებს.

„სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს, მაგრამ არა ქართველი ხალხის პრეზიდენტი, ყველაფერს აკეთებს ქართული სახელმწიფოს და მისი ინსტიტუტების დასაკნინებლად!

ის ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებს, რომ ძალოვნებს ნარკოტიკული საშუალებებით აბრუებენ და მხოლოდ ამიტომ იცავენ ისინი ასე თავგამოდებით წესრიგსა და სახელმწიფო უსაფრთხოებას!

ანუ სახელმწიფოს იცავს ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფი ძალოვანი წინააღმდეგ შემთხვევაში ის ასე არ მოიქცეოდა! ამ შინაარს ავრცელებს საქართველოს პრეზიდენტი.

ეს ქალი არის უახლოესი ისტორიის შავი ლაქა, რომელსაც საშუალება რომ მისცემოდა ზუსტად ისე იმოქმედებდა როგორც მიხეილ სააკაშვილი მოქმედებდა. მან ყველაფერი გააკეთა რისი საშუალებაც მას მისი ლეგიტიმაციის ფარგლებში მიეცა და მიუხედავად იმისა რომ რამდენიმე პოლიტიკური პარასკევიღა დარჩა ცდილობს დარჩენილი დროც ქართული სახელმწიფოს იმიჯის დაზიანებისკენ მიმართოს,“ - წერს თამთა მეგრელიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას გააიოლებს – ეს პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტია „ურჩი“ ქვეყნების წინააღმდეგ
ევროკავშირი „ურჩი“ ქვეყნების დასასჯელად უვიზო რეჟიმის ცვლილებას ამზადებს
ნაცრეჟიმის მიერ ნაწამები, ნელი სიკვდილით განადგურებული სულხან მოლაშვილი ერთ-ერთი სამხილია თუ რატომ უნდა აიკრძალოს ფაშისტი „ნაციონალური მოძრაობა“,
ევროკავშირში დემოკრატიის არსის განხილვა გვჭირდება იმაზე, რაც მოხდა რუმინეთში, საფრანგეთში არჩევნებთან და დასავლეთის მიერ საქართველოსა და სერბეთში ორგანიზებულ „მაიდნებთან“ დაკავშირებით
ცილი სწამო სოზარ სუბარს სააკაშვილის რეჟიმის „გაპრავებაში" და კონფორმიზმში - მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც საკუთარ სინდისს, აქვს თუ არ აქვს, კატეგორია „არ მახსოვს" მიაკუთვნებს
არქივი