ზურაბ ქადაგიძე სალომე ზურაბიშვილზე: ძალოვნებს ნარკოტიკებს აძლევენ, რომ არ დაიღალონო - რამხელა შეურაცხყოფას აყენებს, სახელმწიფოს უსაფრთხოებას, რეპუტაციასა და მთელ საქართველოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
53 03 დეკემბერი 2024, 11:29

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ ფრანგულ საზოგადოებრივ რადიოში გაკეთებულ განცხადებას, რომლის თქმითაც პოლიციელებს ურიგებენ ამფეტამინს და ისინი ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან.


ქადაგიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს არ უკადრებია იმდენი, რასაც ახლა სალომე ზურაბიშვილი კადრულობს, იგი უდიდეს შეურაცხყოფას აყენებს სახელმწიფო უსაფრთხოებას, რეპუტაციას და სრულიად საქართველოს.


„ძალოვნებს ნარკოტიკებს აძლევენ, რომ არ დაიღალონო... რამხელა შეურაცხყოფას აყენებს, სახელმწიფოს უსაფრთხოებას, რეპუტაციასა და მთელ საქართველოს. საკუთარ დაცვის წევრებს მაინც ეცი პატივი, ისინიც ძალოვნები არიან, შე მართლა გვარამიას ნათლულო! სააკაშვილს არ უკადრებია ამდენი. ყველანაირი ზღვარი ხომ მოშალე და ყველაფერზე წამსვლელი ხარ, ოღონდ შენი ბინძური ეგო დაიკმაყოფილო?! სააკაშვილზე უარესად დაამთავრებ და ვერავინ გიშველის, გულშემატკივარიც კი აღარ დაგრჩება, კარგად დაიმახსოვრე“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას გააიოლებს – ეს პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტია „ურჩი“ ქვეყნების წინააღმდეგ
ევროკავშირი „ურჩი“ ქვეყნების დასასჯელად უვიზო რეჟიმის ცვლილებას ამზადებს
ნაცრეჟიმის მიერ ნაწამები, ნელი სიკვდილით განადგურებული სულხან მოლაშვილი ერთ-ერთი სამხილია თუ რატომ უნდა აიკრძალოს ფაშისტი „ნაციონალური მოძრაობა“,
ევროკავშირში დემოკრატიის არსის განხილვა გვჭირდება იმაზე, რაც მოხდა რუმინეთში, საფრანგეთში არჩევნებთან და დასავლეთის მიერ საქართველოსა და სერბეთში ორგანიზებულ „მაიდნებთან“ დაკავშირებით
ცილი სწამო სოზარ სუბარს სააკაშვილის რეჟიმის „გაპრავებაში" და კონფორმიზმში - მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც საკუთარ სინდისს, აქვს თუ არ აქვს, კატეგორია „არ მახსოვს" მიაკუთვნებს
არქივი