სოფიკო სოხაძე: რევოლუციური სცენარი მთელი სვლით ჩაშვებულია, გლობალური დასავლეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ვიყოთ “ცეცხლოვანი რკალის” სტრატეგიის ცენტრალური რგოლი, რაც ნიშნავს ქვეყნის დაშლას და სახელმწიფოებრიობის დაკარგვას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
136 01 დეკემბერი 2024, 11:31
რევოლუციური სცენარი მთელი სვლით ჩაშვებულია.  გარედან მართული პროცესები ემსახურება სამხრეთ კავკასიის დესტაბილიზაციას. ფსონები ძალზედ მაღალია.  საერთაშორისო და რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე საფრთხე ძალიან დიდია,  - წერს ანალიტიკოსი სოფიკო სოხაძე სოციალურ ქსელში.

როგორც ის აღნიშნავს, დღევანდელ მოცემულობაში, გლობალური დასავლეთისთვის მნიშვნელოვანია, საქართველო მათი სტრატეგიული ინტერესების გასატარებლად რეგიონში პლაცდარმი იყოს, რაც ქვეყნის დაშლას და სახელმწიფოებრიობის დაკარგვას ნიშნავს.

მისივე თქმით, ქართული საზოგადოების მენტალური ტრანსფორმაციის 30-წლიანი ექსპერიმენტიც სახეზეა და დასძენს, რომ  რუსთაველზე შეკრებილ ახალგაზრდებს არაფერი გაეგებათ გეოპოლიტიკის, მათი კურატორები კი მეხუთე კოლონის კლასიკური წარმომადგენლები არიან და იციან, რას აკეთებენ. 

"რევოლუციური სცენარი მთელი სვლით ჩაშვებულია.  გარედან მართული პროცესები ემსახურება სამხრეთ კავკასიის დესტაბილიზაციას. ფსონები ძალზედ მაღალია.  საერთაშორისო და რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე საფრთხე ძალიან დიდია. დღევანდელ მოცემულობაში გლობალური დასავლეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ვიყოთ პლაცდარმი მათი სტრატეგიული ინტერესების გასატარებლად რეგიონში, კერძოდ--“ცეცხლოვანი რკალის” სტრატეგიის ცენტრალური რგოლი. ამ გზაზე შედგომა ნიშნავს ქვეყნის დაშლას და სახელმწიფოებრიობის დაკარგვას.  რუსთაველზე შეკრებილ გულუბრყვილო ახალგაზრდებს არაფერი გაეგებათ გეოპოლიტიკის, გეოპოლიტიკის ფუნდამენტური, მუდმივი მოცემულობების - ქართული საზოგადოების მენტალური ტრანსფორმაციის ოცდაათწლიანი ექსპერიმენტის შედეგი სახეზეა. მათი კურატორები კი მეხუთე კოლონის კლასიკური წარმომადგენლები არიან და გააზრებული აქვთ, რას ემსახურებიან.  ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები დამატებით საფრთხეს ქმნის ქართული სახელმწიფოსთვის. არსებულ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში  კრიტიკული ვითარების შექმნისას ქვეყნის  შიდა პროცესებზე საგარეო რეგიონული ფაქტორების გავლენა გადამწყვეტი იქნება. ეს მოცემულობა თუ არ გავიაზრეთ, ჩვენთვის ჩვეული მაქსიმალიზმითა და  არტისტიზმით გადავეშვებით თვითგანადგურების შეუქცევად სპირალში. ამის დაშვება არ შეიძლება!  არავის ვურჩევ, წავიდეს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. საზოგადოებას მოვუწოდებ სიფხიზლისკენ.  წითელი ხაზების გადაკვეთის შემთხვევაში სიღრმისეული ქართველი ერი იტყვის თავის სიტყვას. კომენტარებში დავდებ რამდენიმე სტატიას გეოპოლიტიკის საკითხებზე." -  წერს სოფიკო სოხაძე.



https://www.facebook.com/share/p/1Et5tvXy8K/
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას გააიოლებს – ეს პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტია „ურჩი“ ქვეყნების წინააღმდეგ
ევროკავშირი „ურჩი“ ქვეყნების დასასჯელად უვიზო რეჟიმის ცვლილებას ამზადებს
ნაცრეჟიმის მიერ ნაწამები, ნელი სიკვდილით განადგურებული სულხან მოლაშვილი ერთ-ერთი სამხილია თუ რატომ უნდა აიკრძალოს ფაშისტი „ნაციონალური მოძრაობა“,
ევროკავშირში დემოკრატიის არსის განხილვა გვჭირდება იმაზე, რაც მოხდა რუმინეთში, საფრანგეთში არჩევნებთან და დასავლეთის მიერ საქართველოსა და სერბეთში ორგანიზებულ „მაიდნებთან“ დაკავშირებით
ცილი სწამო სოზარ სუბარს სააკაშვილის რეჟიმის „გაპრავებაში" და კონფორმიზმში - მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც საკუთარ სინდისს, აქვს თუ არ აქვს, კატეგორია „არ მახსოვს" მიაკუთვნებს
არქივი