თამარ ჩიბურდანიძე: როდესაც უმაღლესი განათლების დიპლომიან საჯარო მოხელეებს წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა არ შეუძლიათ, ესენი სხვის განათლებაზე საუბრობენ?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
99 30 ნოემბერი 2024, 16:58

„როდესაც განათლების და მეცნიერების სამინისტროს და კიდევ სხვა უწყებების უმაღლესი განათლების მქონე დიპლომიან საჯარო მოხელეებს წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა არ შეუძლიათ, ესენი სხვის განათლებაზე საუბრობენ?“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

მისივე თქმით, ოპოზიციის მიერ საპრეზიდენტო კანდიდატის დიპლომზე ატეხილი ამბის ფონზე აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა სამინისტროს თანამშრომლებს მოსმენილიდან და წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა არ შეუძლიათ.

„რამდენიმე დღის წინ ერთი ამბავი ატეხა ოპოზიციამ საპრეზიდენტო კანდიდატის დიპლომზე. მას შემდეგ, სხვადასხვა სამინისტროს თანამშრომლებმა განცხადებები გაავრცელეს, რითაც აკრიტიკებენ პრემიერის განცხადებას და მათივე სიტყვებით რომ ვთქვათ, რჩებიან ევროპული გზის ერთგულნი.

აქ ის კი არ არის მთავარი, საჯარო მოხელე როგორ დაუპირისპირდა ხელისუფლებას, სიტყვის თავისუფლება რომ დაცულია ამ ქვეყანაში, ეს ფაქტიც მეტყველებს. აქ მთავარი პრობლემა სულ სხვაა, უმაღლესი განათლების მქონე დიპლომიან თანამშრომლებს (ხშირ შემთხვევაში უცხოეთში მიღებული ცოდნით), წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა რომ არ შეუძლიათ.

რა იყო გაუგებარი პრემიერის სიტყვაში? რომელი სიტყვა ან წინადადება ვერ გაიგეს ან რამ აღაშფოთათ? სად დაინახეს ევროკავშირზე უარის თქმა? რომელმა ასო-ბგერამ შეურაცხყო მათი ევროპული გრძნობები? ისე, საპროტესტო განცხადებებს მე პირადად ინგლისურ ენაზე ველოდი. ესენი ხომ ძირითადად ის ხალხია, ქართულად წერა-კითხვა რომ ესირცხვილებათ?

ორი დღის წინ სწორედ ეს ხალხი საპრეზიდენტო კანდიდატის დიპლომზე ქილიკობდნენ. როდესაც განათლების და მეცნიერების სამინისტროს და კიდევ სხვა უწყებების უმაღლესი განათლების მქონე დიპლომიან საჯარო მოხელეებს წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა არ შეუძლიათ, ესენი სხვის განათლებაზე საუბრობენ?“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას გააიოლებს – ეს პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტია „ურჩი“ ქვეყნების წინააღმდეგ
ევროკავშირი „ურჩი“ ქვეყნების დასასჯელად უვიზო რეჟიმის ცვლილებას ამზადებს
ნაცრეჟიმის მიერ ნაწამები, ნელი სიკვდილით განადგურებული სულხან მოლაშვილი ერთ-ერთი სამხილია თუ რატომ უნდა აიკრძალოს ფაშისტი „ნაციონალური მოძრაობა“,
ევროკავშირში დემოკრატიის არსის განხილვა გვჭირდება იმაზე, რაც მოხდა რუმინეთში, საფრანგეთში არჩევნებთან და დასავლეთის მიერ საქართველოსა და სერბეთში ორგანიზებულ „მაიდნებთან“ დაკავშირებით
ცილი სწამო სოზარ სუბარს სააკაშვილის რეჟიმის „გაპრავებაში" და კონფორმიზმში - მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც საკუთარ სინდისს, აქვს თუ არ აქვს, კატეგორია „არ მახსოვს" მიაკუთვნებს
არქივი