ლაშა ტალახაძე: 4 წელი ჩვენ არ შევეხვეწებით ევროკავშირს მოლაპარაკებების გახსნას. გაგვიხსნიან? იმ წუთას მოვაწერთ ხელს - აქციის სახელი და მოთხოვნაა „რას ქვია, არ შეეხვეწებით“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
93 29 ნოემბერი 2024, 21:08

დღევანდელი ახსნების მერეც ვინც აპროტესტებს, იმას გაგება არ უნდა ესე იგი. საქართველო ევროპაა და ევროკავშირში გასაწევრიანებლად ყველა პირობა შესრულდება. ეს ითქვა. არავის უთქვამს, რომ პროცესი ჩერდება, პირიქით, გრძელდება მუშაობა შეთანხმების თითოეულ პუნქტზე, - წერს „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ლაშა ტალახაძე ევროკავშირთან მოლაპარაკებების 2028 წლამდე შეჩერების თაობაზე.

მისივე თქმით, ხელისუფლება არ აპირებს 4 წელი ეხვეწოს ევროკავშირს მოლაპარაკებების გახსნა, მაგრამ თუ გაუხსნიან იმ წუთსვე მოაწერენ ხელს.

„დღევანდელი ახსნების მერეც ვინც აპროტესტებს, იმას გაგება არ უნდა ესე იგი.

საქართველო ევროპაა და ევროკავშირში გასაწევრიანებლად ყველა პირობა შესრულდება. ეს ითქვა. არავის უთქვამს, რომ პროცესი ჩერდება, პირიქით, გრძელდება მუშაობა შეთანხმების თითოეულ პუნქტზე.

ასევე ითქვა, რომ 4 წელი ჩვენ არ შევეხვეწებით მოლაპარაკებების გახსნას. გაგვიხსნიან? იმ წუთას მოვაწერთ ხელს დაუფიქრებლად.

შესაბამისად, ამ აქციის სახელი და მოთხოვნაა „რას ქვია, არ შეეხვეწებით”. აბა, სხვა გასაპროტესტებელი აღარაფერი დარჩა“, - წერს ლაშა ტალახაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას გააიოლებს – ეს პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტია „ურჩი“ ქვეყნების წინააღმდეგ
ევროკავშირი „ურჩი“ ქვეყნების დასასჯელად უვიზო რეჟიმის ცვლილებას ამზადებს
ნაცრეჟიმის მიერ ნაწამები, ნელი სიკვდილით განადგურებული სულხან მოლაშვილი ერთ-ერთი სამხილია თუ რატომ უნდა აიკრძალოს ფაშისტი „ნაციონალური მოძრაობა“,
ევროკავშირში დემოკრატიის არსის განხილვა გვჭირდება იმაზე, რაც მოხდა რუმინეთში, საფრანგეთში არჩევნებთან და დასავლეთის მიერ საქართველოსა და სერბეთში ორგანიზებულ „მაიდნებთან“ დაკავშირებით
ცილი სწამო სოზარ სუბარს სააკაშვილის რეჟიმის „გაპრავებაში" და კონფორმიზმში - მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც საკუთარ სინდისს, აქვს თუ არ აქვს, კატეგორია „არ მახსოვს" მიაკუთვნებს
არქივი