თამთა მეგრელიშვილი: „ლელომ“ ცესკოს მიერ ხელმოწერილი შემაჯამებელი ოქმი და მასში ასახული საარჩევნო შედეგები ლეგიტიმურად აღიარა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
85 27 ნოემბერი 2024, 16:06

საინტერესოა, როდის და რა ფორმით გაუმხელს „ლელო“ ამ ყოველივეს საკუთარ ამომრჩეველს, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.

მისივე თქმით, გუშინ ცესკოში გამართულ სხდომაზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წევრის დანიშვნის მოთხოვნით განცხადება ორმა პოლიტიკურმა სუბიექტმა „ქართულმა ოცნებამ“ და „ლელომ“ შეიტანა, რაც იმას ნიშნავს, რომ „ლელომ“ არჩევნების შედეგები აღიარა.

„ლელომ“ ცესკოს მიერ ხელმოწერილი შემაჯამებელი ოქმი და მასში ასახული საარჩევნო შედეგები ლეგიტიმურად აღიარა!
კერძოდ, გუშინ ცესკოს მიერ გამართულ სხდომაზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წევრის დანიშვნის მოთხოვნით განცხადება ორმა პოლიტიკურმა სუბიექტმა, „ქართულმა ოცნებამ“ და „ლელომ" შეიტანეს.

პოლიტიკურ პარტიებს, ცესკოს კომისიის წევრის დანიშვნის ვალდებულება, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის საფუძველზე წარმოექმნება, შესაბამისად „ლელომ“, რომელიც ლეგიტიმურად არ ცნობდა ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ საარჩევნო შედეგებს, ეს შედეგები ლეგიტიმურად აღიარა.

ახლა საინტერესოა, როდის და რა ფორმით გაუმხელს „ლელო“ ამ ყოველივეს საკუთარ ამომრჩეველს. ვფიქრობ, პროცესები ისე ვითარდება, რომ „ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში ერთმანეთს შეასწრებენ“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას გააიოლებს – ეს პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტია „ურჩი“ ქვეყნების წინააღმდეგ
ევროკავშირი „ურჩი“ ქვეყნების დასასჯელად უვიზო რეჟიმის ცვლილებას ამზადებს
ნაცრეჟიმის მიერ ნაწამები, ნელი სიკვდილით განადგურებული სულხან მოლაშვილი ერთ-ერთი სამხილია თუ რატომ უნდა აიკრძალოს ფაშისტი „ნაციონალური მოძრაობა“,
ევროკავშირში დემოკრატიის არსის განხილვა გვჭირდება იმაზე, რაც მოხდა რუმინეთში, საფრანგეთში არჩევნებთან და დასავლეთის მიერ საქართველოსა და სერბეთში ორგანიზებულ „მაიდნებთან“ დაკავშირებით
ცილი სწამო სოზარ სუბარს სააკაშვილის რეჟიმის „გაპრავებაში" და კონფორმიზმში - მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც საკუთარ სინდისს, აქვს თუ არ აქვს, კატეგორია „არ მახსოვს" მიაკუთვნებს
არქივი