ლევან კოჭლოშვილი: ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ჰყავდეს ისეთი ერთგული და ქვეყნის მოყვარული პრეზიდენტი, როგორიც მიხეილ ყაველაშვილია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
64 27 ნოემბერი 2024, 15:07

საპარლამენტო უმრავლესობამ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად „ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანი მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა. განსაკუთრებული ემოცია მქონდა, როდესაც მმართველი გუნდის ამ გადაწყვეტილების შესახებ გავიგე, რადგან ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ჰყავდეს ისეთი ერთგული და ქვეყნის მოყვარული პრეზიდენტი, როგორიც მიხეილ ყაველაშვილია, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ლევან კოჭლოშვილი.

მისივე თქმით, მიხეილ ყაველაშვილი, როგორც ქვეყნის მომავალი მთავარსარდალი, ყველაფერს გააკეთებს, იმისათვის, რომ საქართველომ კვლავ შეინარჩუნოს თვითმყოფადობა, სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა.

„საპარლამენტო უმრავლესობამ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად "ხალხის ძალის" პოლიტიკური მდივანი მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა.

განსაკუთრებული ემოცია მქონდა, როდესაც მმართველი გუნდის ამ გადაწყვეტილების შესახებ გავიგე, რადგან ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ჰყავდეს ისეთი ერთგული და ქვეყნის მოყვარული პრეზიდენტი, როგორიც მიხეილ ყაველაშვილია.

მქონდა ბედნიერება, მემუშავა მიშასთან ერთად. მისთვის სამი უმაღლესი ფასეულობაა - ოჯახი, რწმენა, სამშობლო. აი ამ უმთავრესი ღირებულებების მქონე ადამიანი გამოირჩევა შესაშური ენთუზიაზმით და მასზე დაკისრებული მოვალეობის განსაკუთრებული პასუხისმგებლობითა და მონდომებით შესრულებით, რომელიც, როგორც ქვეყნის მომავალი მთავარსარდალი, ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველომ კვლავ შეინარჩუნოს თვითმყოფადობა, სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. სახელმწიფოს ამ სამი უმთავრესი ფუნდამენტის შენარჩუნების საქმეში კი პრეზიდენტის როლი უმნიშვნელოვანესია.

გილოცავ მიშა და ვულოცავ საქართველოს!“, - წერს ლევან კოჭლოშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას გააიოლებს – ეს პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტია „ურჩი“ ქვეყნების წინააღმდეგ
ევროკავშირი „ურჩი“ ქვეყნების დასასჯელად უვიზო რეჟიმის ცვლილებას ამზადებს
ნაცრეჟიმის მიერ ნაწამები, ნელი სიკვდილით განადგურებული სულხან მოლაშვილი ერთ-ერთი სამხილია თუ რატომ უნდა აიკრძალოს ფაშისტი „ნაციონალური მოძრაობა“,
ევროკავშირში დემოკრატიის არსის განხილვა გვჭირდება იმაზე, რაც მოხდა რუმინეთში, საფრანგეთში არჩევნებთან და დასავლეთის მიერ საქართველოსა და სერბეთში ორგანიზებულ „მაიდნებთან“ დაკავშირებით
ცილი სწამო სოზარ სუბარს სააკაშვილის რეჟიმის „გაპრავებაში" და კონფორმიზმში - მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც საკუთარ სინდისს, აქვს თუ არ აქვს, კატეგორია „არ მახსოვს" მიაკუთვნებს
არქივი