ზურაბ ქადაგიძე: სიები ჩახსნეს და არ აღიარებენ პარლამენტის ლეგიტიმურობას ისეთივე „გრამოფონის" არიაა, როგორც 2020 წელს ჯერ უარს ამბობდნენ პარლამენტის პრივილეგიებზე და ბოლოს, გაცდენილი სხდომების ანაზღაურებასაც ითხოვდნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
104 26 ნოემბერი 2024, 21:42

ოპოზიციის მხრიდან საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმის თემით მანიპულირებას ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე და განმარტავს, რას ნიშნავს სიების ჩახსნა და მანდატებზე უარის თქმა. ორივე შემთხვევაში, ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია გადაწყვეტილების გაჭიანურებას შეეცდება, რათა საკუთარი უფლებამოსილება შექმნილი ვითარების შესაბამისად გამოიყენოს.

„ძალიან მოკლედ!
1. სიების ჩახსნა ნიშნავს ადგილმონაცვლეობის გაუქმებას ანუ, ნაციონალურმა მოძრაობამ თუ 16 კაცი გაიყვანა და პარლამენტისგან ამ უფლებამოსილცნობილმა თექვსმეტმა დეპუტატმა თქვა უარი, შემდეგი 16 ადამიანი ვეღარ შეძლებს ადგილმონაცვლეობას. სიები ჩახსნეს, ე.ი - 16 უფლებამოსილი პარლამენტარის შემდეგ აღარ არსებობს ახალი 16 კაცი.
სიების ჩახსნა შესაძლებელია ცესკოზე მიმართვის საფუძველზე.

2. მანდატზე უარის თქმა ნიშნავს - საერთოდ უარს ამბობ პარლამენტარობაზე და პარლამენტის მიერ, საკუთარ უფლებამოსილებასა და პრივილეგიებზე.
 მანდატზე უარის თქმა შესაძლებელია მხოლოდ, პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე მიწერილი წერილის საფუძველზე.

P.S.
სიები ჩახსნეს და არ აღიარებენ პარლამენტის ლეგიტიმურობას ისეთივე „გრამოფონის" არიაა, როგორც 2020 წელს ჯერ უარს ამბობდნენ პარლამენტის პრივილეგიებზე და ბოლოს გაცდენილი სხდომების ანაზღაურებასაც ითხოვდნენ.
ანუ, დღეს პარლამენტის 61 ოპოზიციონერი წევრია, რომელთა უფლებამოსილების შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ მათი პაპუაშვილისადმი პირადი მიმართვის საფუძველზე.

P.P.S
დღეს გვყავს 61 ოპოზიციონერი, რომელიც უბრალოდ სიტუაციას ელოდება, რომ საკუთარი უფლებამოსილება გამოიყენოს შესაბამისად.

ასე რომ, თუ ვინმეს მანდატის დატოვება უნდა, დაწეროს განცხადება, არავინ უშლის.
მაგრამ, ვინ რას დაწერს, ეგ კინო ხომ ნანახი გვაქვს უკვე?!" - წერს ზურაბ ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას გააიოლებს – ეს პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტია „ურჩი“ ქვეყნების წინააღმდეგ
ევროკავშირი „ურჩი“ ქვეყნების დასასჯელად უვიზო რეჟიმის ცვლილებას ამზადებს
ნაცრეჟიმის მიერ ნაწამები, ნელი სიკვდილით განადგურებული სულხან მოლაშვილი ერთ-ერთი სამხილია თუ რატომ უნდა აიკრძალოს ფაშისტი „ნაციონალური მოძრაობა“,
ევროკავშირში დემოკრატიის არსის განხილვა გვჭირდება იმაზე, რაც მოხდა რუმინეთში, საფრანგეთში არჩევნებთან და დასავლეთის მიერ საქართველოსა და სერბეთში ორგანიზებულ „მაიდნებთან“ დაკავშირებით
ცილი სწამო სოზარ სუბარს სააკაშვილის რეჟიმის „გაპრავებაში" და კონფორმიზმში - მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც საკუთარ სინდისს, აქვს თუ არ აქვს, კატეგორია „არ მახსოვს" მიაკუთვნებს
არქივი