გია აბაშიძე: სრულად გაკოტრებულმა ნაცოპოზიციამ შექმნა ხელოვნური სკანდალი სასწავლო პროგრამებზე - მათთვის მკვდარ პოლიტიკურ ცხოვრებაში თხზავენ სისულელეებს, თავად იჯერებენ და ჰგონიათ, რომ რაღაც ქულებს იწერენ საზოგადოებაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
111 26 ნოემბერი 2024, 19:35

სრულად გაკოტრებულმა ნაცოპოზიციამ შექმნა ხელოვნური სკანდალი სასწავლო პროგრამებზე, იმ ნაცსექტანტებმა, რომელთათვის სამშობლო და ეროვნულობა არაპრიორიტეტულია. -წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომელიც
სასწავლო პროგრამის ცვლილებას ეხება.

„სრულად გაკოტრებულმა ნაცოპოზიციამ შექმნა ხელოვნური სკანდალი სასწავლო პროგრამებზე, იმ ნაცსექტანტებმა, რომელთათვის სამშობლო და ეროვნულობა არაპრიორიტეტულია. ლუზერთა ფეხის ხმას უტიფრად აჰყვა სამარცხვინო ანტიქართული ელემენტიც, ფსევდო-(პ)რეზიდენტი ზურაბიშვილიც. როგორ თვითდეკადანსსში არიან ეს ოდიოზური შარახვეტიები, რომ მათთვის მკვდარ პოლიტიკურ ცხოვრებაში თხზავენ სისულელეებს, თავად იჯერებენ და ჰგონიათ, რომ რაღაც ქულებს იწერენ საზოგადოებაში. ამ დროს კი თითით საჩვენებელ ჩამოძონძილ პოლიტიკანებად იქცნენ.

განათლების სამინისტროს ცნობით, "სასწავლო პროგრამა არ შეცვლილა და პროგრამიდან არც ერთი ნაწარმოების ამოღება არ მომხდარა. ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი პროგრამა დაეფუძნა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მხოლოდ სავალდებულო ლიტერატურას. თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პროგრამის ჩამონათვალში არ არის, არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული სკოლებში აღარ ისწავლება".- წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას გააიოლებს – ეს პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტია „ურჩი“ ქვეყნების წინააღმდეგ
ევროკავშირი „ურჩი“ ქვეყნების დასასჯელად უვიზო რეჟიმის ცვლილებას ამზადებს
ნაცრეჟიმის მიერ ნაწამები, ნელი სიკვდილით განადგურებული სულხან მოლაშვილი ერთ-ერთი სამხილია თუ რატომ უნდა აიკრძალოს ფაშისტი „ნაციონალური მოძრაობა“,
ევროკავშირში დემოკრატიის არსის განხილვა გვჭირდება იმაზე, რაც მოხდა რუმინეთში, საფრანგეთში არჩევნებთან და დასავლეთის მიერ საქართველოსა და სერბეთში ორგანიზებულ „მაიდნებთან“ დაკავშირებით
ცილი სწამო სოზარ სუბარს სააკაშვილის რეჟიმის „გაპრავებაში" და კონფორმიზმში - მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც საკუთარ სინდისს, აქვს თუ არ აქვს, კატეგორია „არ მახსოვს" მიაკუთვნებს
არქივი