ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
136 23 ნოემბერი 2024, 17:13

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძის მიერ წმინდა გიორგის ხატის შეცვლასა და მასზე შავი ლაქის მიხატვას ეხმიანება.

„საპატრიარქოს რუსეთის ინსტიტუციად აცხადებენ, პატრიარქს აგენტად, მღვდლებზე ამორალურ სიუჟეტებს ამზადებენ, წმინდანებსა და მეფეებს აგინებენ, სკოლებში "ლგბტ" პროპაგანდის დანერგვას ემხრობიან“- წერს ანალიტიკოსი სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ რადიკალური ძალების მკრეხელობა გასაკვირი არ არის, რადგან ისინი სააკაშვილის დამოკიდებულებებს იზიარებენ. ექსპერტი მიხეილ სააკაშვილის ჩანაწერს იხსენებს, სადაც მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი წმინდანებს არასასურველ კონტექსტში მოიხსენიებდა.

ზურაბ ქადაგიძის თქმით, რადიკალური ოპოზიცია ეგოს დასაკმაყოფილებლად ყველაფერს იკადრებენ, აღნიშნული საქციელი კი მათთვის ჩვეულია.

„რატომ გიკვირთ, ამ უსამშობლოს მკრეხელობა?!
სააკაშვილი, რომ ღლიცინებს წმინდანებზე ეგ ჩანაწერი არ გახსოვთ?
ჰოდა, იმავე დამოკიდებულებით აგრძელებენ ეს ნაძირალები ყველაფერი ქართულისა და ტრადიციულის მიმართ.
რა შეიცვალა? ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას - საპატრიარქოს რუსეთის ინსტიტუციად აცხადებენ, პატრიარქს აგენტად, მღვდლებზე ამორალურ სიუჟეტებს ამზადებენ, წმინდანებსა და მეფეებს აგინებენ, სკოლებში "ლგბტ" პროპაგანდის დანერგვას ემხრობიან.
თუ პოლიტიკური ეგოს დაკმაყოფილებას, საკუთარი მამიდების გაქირავება დასჭირდება, მაგასაც იზამენ და ნუ გიკვირთ ამ "ოგბუნუჯუს ხურდის" ეს საქციელი, ყველაზე ავთენტური საქციელია უსამშობლოსგან!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას გააიოლებს – ეს პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტია „ურჩი“ ქვეყნების წინააღმდეგ
ევროკავშირი „ურჩი“ ქვეყნების დასასჯელად უვიზო რეჟიმის ცვლილებას ამზადებს
ნაცრეჟიმის მიერ ნაწამები, ნელი სიკვდილით განადგურებული სულხან მოლაშვილი ერთ-ერთი სამხილია თუ რატომ უნდა აიკრძალოს ფაშისტი „ნაციონალური მოძრაობა“,
ევროკავშირში დემოკრატიის არსის განხილვა გვჭირდება იმაზე, რაც მოხდა რუმინეთში, საფრანგეთში არჩევნებთან და დასავლეთის მიერ საქართველოსა და სერბეთში ორგანიზებულ „მაიდნებთან“ დაკავშირებით
ცილი სწამო სოზარ სუბარს სააკაშვილის რეჟიმის „გაპრავებაში" და კონფორმიზმში - მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც საკუთარ სინდისს, აქვს თუ არ აქვს, კატეგორია „არ მახსოვს" მიაკუთვნებს
არქივი