დავით ქართველიშვილი: დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო თარიღია - ვულოცავ სრულიად საქართველოს ნაცების საკონცენტრაციო ბანაკიდან დაღწევას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
12 23 ნოემბერი 2024, 14:58

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ვარდების რევოლუციის თარიღს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„ნაცსექტას ახასიათებს "თავმდაბლობა" და დემენცია, შესაძლოა ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტი ვერც კი მიაწერონ საკუთარ "საგმირო" ქმედებებს“- წერს ანალიტიკოსი და ქრონოლოგიურად იხსენებს ვარდების რევოლუციიდან 2012 წლამდე განვითარებულ მოვლენებს.

„დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო თარიღია - ლიბერალური ფაშიზმის გადატრიალებიდან 21 წლისთავი. ნაცსექტას ახასიათებს "თავმდაბლობა" და დემენცია, შესაძლოა ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტი ვერც კი მიაწერონ საკუთარ "საგმირო" ქმედებებს. ვერც მე გავიხსენებ ყველაფერს, ამიტომ რაც მეხსიერებაში მაქვს მყარად ჩაბეჭდილი იმას შემოგთავაზებთ:

2004 წლის მარტში, მოსკოვიდან სააკაშვილის დაბრუნებისთანავე ეროვნული სახელმწიფო უშიშროების აკადემიის გაუქმება და სპეცსამსახურების სისტემაში პროფესიონალების "კმარელი ვარდოსანი რევოლუციონერებით" ჩანაცვლების პროცესი


2004 წლის მაისში თბილისში ФСБ-ს გენერალ-პოლკოვნიკ რუშაილოს ვიზიტის შემდეგ ცხინვალის რეგიონზე განხორციელებული სამხედრო-პოლიციური "ბლიც-კრიგი", სამაჩაბლოს დე-ფაქტო რეინტეგრაციული პროცესის ჩამოშლა, რეგიონში რუსი "მშვიდობისმყოფელის" შეყვანა, მსხვერპლი, ქართველი პოლიციელების დამცირება



2005 წლის თებერვალი - პრემიერ-მინისტრ ჟვანიას "გაზით გაგუდვა"


 2006 წლის გაზაფხული - "ციხის ბუნტის" იმიტირება, უამრავი მოკლული და დასახიჩრებული


2006 წლის ზაფხული, კოდორის პროვოკაცია - რეგიონის სეპარატისტული აფხაზეთისთვის გადასაცემად მოსამზადებელი პერიოდი


2006 წლის შემოდგომა, რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეთა მასობრივი დეპორტაციის პროვოცირება, რამაც ადამიანური მსხვერპლი გამოიწვია


 ე.წ. სამხრეთ ოსეთის მის საბჭოურ საზღვრებში მოქცევა


დავით გარეჯას სამონასტრო კომპლექსის ნაწილის გაყიდვა



2006-2008 წ.წ. უკრაინიდან უვარგისი ჟანგიანი საბჭოთა სამხედრო ტექნიკის შესყიდვა, შემდგომში მასში გადახდილი თანხების "გათეთრების" მიზნით, აგვისტოს პროვოკაციის ინსპირირება, ომით ამ ჯართის ჩამოწერის მიზნით


2007 წლის შემოდგომა - საპროტესტო სამშვიდობო აქციების უსასტიკესი დარბევა, ტელეკომპანია "იმედის" შტურმით აღება და მისი კრიმინალური მითვისება


2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების გაყალბება



2008 წლის აგვისტო, რუსეთის სამხედრო პროვოკაციაზე მიზანმიმართული წამოგება, საკუთარ ტერიტორიაზე ომის წამოწყებაში აღიარებითი ჩვენება, მსხვერპლი, ქვეყნის 20%-ის ოკუპაციისთვის ხელშეწყობა

2008 წლის ოქტომბერი - ევრორეზოლუციით ომის დაწყებაში საკუთარი შეიარაღებული ძალების დადანაშაულება

2009 წელი - "მუხროვანის ამბოხის" ინსპირირება, უამრავი ოფიცრის დაპატიმრება

 2009 წელი - წაგებულ ომში კონტრიბუციის სახით რუსეთისთვის უამრავი სტრატეგიული ეკონომიკური და ენერგეტიკული ობიექტის გადაცემა


აგვისტოს ომით მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად გამოყოფილი 4,5 მილიარდის წარმატებული ათვისება

ოკუპანტ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მისაღებად ხმის მიცემა

ოკუპანტ რუსეთისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება


2011 წლის 26 მაისს საკუთარი მოსახლეობის უსასტიკესი სისხლიანი დარბევა


2011 წელი - "ჯაშუშების საქმის" ("ენვერი") ინსპირირება: დაჭერილი, ნაწამები და დახოცილი ქართველი ოფიცრები

 2011 წელი - "ფოტოგრაფების საქმის" ინსპირირება


შუალედებში - უამრავი ნაწამები, დაჭერილი, "გაქათამებული" და ჩახოცილი ჩვენი მოქალაქე

რეჟიმის მთელი მოქმედების პერიოდში - ბიზნეს-რეკეტი, რეიდერული თავდასხმები, "ახევები", "გადაფორმებები"

რეჟიმის მთელი მმართველობის პერიოდში - სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე მოგულავე, განათლება-მიღებული, მფლანგველი, მოგზაური კრიმინალური კლანი

ადამიანის უფლებების დაცვის კონვენციის უკლებლივ ყველა მუხლის დარღვევა, სტრასბურგის სასამართლოში უპრეცედენტო რაოდენობის საქმეების განხილვა

რა თქმა უნდა, ბევრი რამ გამომრჩებოდა, მაგრამ ამ ჩამოთვლილიდან გამომდინარეც - ვულოცავ სრულიად საქართველოს ნაცების საკონცენტრაციო ბანაკიდან დაღწევას. წინ - "ნიურნბერგის" გარდაუვალი პროცესია. მოვემზადოთ,“- წერს დავით ქართველიშვილი.



სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
არქივი