თამარ ჩიბურდანიძე: ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ დასავლეთის ცივილიზაციის ხანა სრულდება და იწყება ევრაზიის საუკუნე, ეს არის ახალი მსოფლიოს ახალი პოლიტიკა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს ის და ვინც ამას არ მიიღებს, ის წააგებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
13 21 ნოემბერი 2024, 21:24

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ, ვიქტორ ორბანის განცხადებას „დასავლეთის ცივილიზაციის დომინირების ხუთას წლიანი ეპოქა დასრულდა, მსოფლიო ეკონომიკის ცენტრი აღმოსავლეთისკენ გადავიდა და შემდეგი საუკუნე იქნება ევრაზიის საუკუნე“ სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ მსოფლიოში არსებულ რთულ და გარდამავალ პერიოდში საქართველომ უნდა შეძლოს მისთვის მოგებიან პოზიციაზე გავიდეს.

„ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ დასავლეთის ცივილიზაციის ხანა სრულდება და იწყება ევრაზიის საუკუნე. ამაზე ვსაუბრობთ ჩვენც და ვინც ამ რეალობას არ მიიღებს, ის წააგებს. ეს არის ახალი მსოფლიოს ახალი პოლიტიკა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს ის. ამიტომ ვამბობთ, რომ ოპოზიცია წარსულის პოლიტიკით ცხოვრობს და სურს ქვეყანა წარსულში ჩატოვოს. პოლიტიკაში პროცესები თუ დაიძრა, მას ვეღარაფერი აჩერებს. ეს პროცესი უკვე დაიძრა და ამის შეჩერება შეუძლებელია. საქართველომ, როგორც პატარა, მაგრამ ახალ გლობალურ პოლიტიკაში უკვე მნიშვნელოვანმა სახელმწიფომ, ეს უნდა გამოიყენოს სათავისოდ, რათა კიდევ არ აღმოვჩნდეთ “სტრატეგიულ პარტნიორობას” ამოფარებული მორჩილი ქვეყანა. ჩვენ უნდა შევძლოთ ამ რთული, გარდამავალი პერიოდის მშვიდად გადატანა და საქართველოს გაყვანა მოგებიან პოზიციაზე. სწორედ ამას აკეთებს დღევანდელი ხელისუფლება. ცდილობს შეინარჩუნოს არსებული თანამშრომლობა სტრატეგიულ პარტნიორებთან და ფეხი აუწყოს იმ გარდაუვალ ცვლილებებს. რაც ახალ რეალობაში აცხოვრებს მსოფლიოს,“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე: პირველი მერცხლები არა და, პირველი პუფები გამოჩნდნენ. გახარიებმა პატრონებს დაველაპარაკებით და რასაც გვეტყვიანო. შეიძლება ჩვენ შეგვასწრონ პარლამენტში
ზურაბ ქადაგიძე: სამშობლოს ღალატის ოფიციალური დოკუმენტი გაჩნდა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლეღვის ფოთლები - „ლელო“ და „გახარია“ - ევროკავშირს მიმართავენ, საქართველო დაისაჯოს
შალვა პაპუაშვილი - ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარეს როდესაც უწევს თქმა, რომ კაცი ვერ გახდება ქალი, გასაგებია, თუ რა აბსურდთან გვაქვს საქმე
მამუკა მდინარაძე - არსებობს ერთადერთი ვერსია, რომ სწორედ ჯაბა სამუშიამ გააყალბა 300 ათასი ხმა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის გავლით და გაგვაღვიძა ჩელიაბინსკში
ბერდია სიჭინავა - ჩვენს გუნდს თურმე ეძებენ და ვერ პოულობენ პროტესტში, ვიღაცების დავალებით ის ადამიანები „დაგვეძებენ“, თან „თვალთხარიას“ რომ გვეძახიან, თან ივანიშვილის პროექტს
არქივი