გიორგი გამსახურდია ოპოზიციაზე: ამ მანქურთების შეუსრულებელი ამოცანაა, რომ სანამ დონალდ ტრამპი თეთრ სახლში შევა, რამენაირად აქ სიტუაცია დაძაბონ და აიხდინონ აუხდენელი ნატვრა, ე.წ მაიდანი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
118 20 ნოემბერი 2024, 10:14

მოკლედ, ამ მანქურთების შეუსრულებელი ამოცანაა, რომ სანამ ის კარგი და მაგარი ადამიანი, ფსევდოლიბერალების რისხვა და მეხი, დონალდ ტრამპი თეთრ სახლში შევა, რამენაირად აქ სიტუაცია დაძაბონ და აიხდინონ აუხდენელი ნატვრა, ე.წ მაიდანი. ასევე ფული აქვთ ამ მავნებლობაში აღებული და დამფინანსებლებს უნდათ აჩვენონ რაიმე კონკრეტული შედეგი, - წერს გიორგი გამსახურდია ოპოზიციის საპროტესტო აქციების შესახებ.

მისივე თქმით, აქციის მონაწილეები შეგნებულად მიდიან პოლიციის დისკრედიტაციაზე, ჟურნალისტებს ესხმიან თავს და ა.შ. მანვე აღნიშნა, რომ თუ გავლენ კანონის ჩარჩოდან, მთელი სიმკაცრით უნდა გაეცეთ პასუხი.

„მოკლედ, ამ მანქურთების შეუსრულებელი ამოცანაა, რომ სანამ ის კარგი და მაგარი ადამიანი, ფსევდოლიბერალების რისხვა და მეხი, დონალდ ტრამპი თეთრ სახლში შევა, რამენაირად აქ სიტუაცია დაძაბონ და აიხდინონ აუხდენელი ნატვრა, ე.წ მაიდანი. ასევე ფული აქვთ ამ მავნებლობაში აღებული და დამფინანსებლებს უნდათ აჩვენონ რაიმე კონკრეტული შედეგი.
მიდიან პოლიციის დისკრედიტაციაზე, ჟურნალისტებს ესხმიან თავს და ა.შ. ჩვენ გვმართებს თავისთავად რკინისებრი მოთმინება, მაგრამ გავლენ თუ არა კანონის ჩარჩოდან, მთელი სიმკაცრით უნდა გავცეთ პასუხი ამ მართლა ორკებს.

P.S. ზოგი ქალაჩუნა და უნიათო, საჯარო მოხელის შვილებიც იმყოფებიან აქციაზე, აქტიურობენ, კადრულობენ უამრავ სიბინძურეს და ა.შ.

ჩემი აზრია, უნდა დადგეს მსგავსი საჯარო მოხელეების პასუხისმგებლობის საკითხი, კაცი რომ ოჯახს ვერ აქცევს ყურადღებას, სამინისტროს და უწყებას ვერ მიხედავს.თან, საერთაშორისო არენაზე", - წერს გიორგი გამსახურდია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ცუცქირიძე სამთავრობო გუნდის აშშ-ში ვიზიტზე: ნიშანდობლივია, რომ სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, დაიწყო საქართველოს ეკონომიკური ბლოკისა და ეროვნული ბანკის პირველი პირების ვიზიტი
ზაალ ანჯაფარიძე: სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო იმისთვისაა, რომ ორგანიზაციებს ეროვნული დაფინანსების წყარო გაუჩნდეთ. 20 მილიონი დიდი თანხა არაა, მაგრამ საკმარისია, რომ სამოქალაქო აქტივიზმი ქვეყანაში არ იყოს მიბმული უცხოურ ფულზე
ედიშერ გვენეტაძე: არალეგიტიმურიას ბღავილის ფონზე, საქართველოს დელეგაცია ეწვია აშშ-ში საერთაშორისო სავალუტო ფონდს და საქართველოს ეწვია ეუთოს გენმდივანი, რამაც წყობიდან გამოიყვანა თამაშგარედ დარჩენილი მეხუთე კოლონელები
საქართველოს საფინანსო-ეკონომიკური პოლიტიკა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან სრულად იქნა მხარდაჭერილი. ყველაფერს ვაშინგტონიდან „მწვანე შუქი" აუნთეს
ზურაბ ქადაგიძე ვიზალიბერალიზაციის შეჩერების გამარტივების საკითხზე: ეს არის პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომლის გამოყენების მცდელობაც ექნებათ, თუმცა რამდენად შეძლებენ, ეს არის საკითხავი
არქივი