ილია ინჯია: ჩემი სოლიდარობა TV Imedi-ს და არხის ყველა ჟურნალისტს! რადიკალურმა ოპოზიციამ კიდევ ერთხელ გამოაჩინა რეალური სახე-თავდასხმა მედიაზე, შეურაცხყოფა და ბულინგი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
118 19 ნოემბერი 2024, 23:10
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მარტვილის, აბაშის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს დელეგატი ილია ინჯია ტელეკომპანია „იმედის" გადამღები ჯგუფის მიმართ რადიკალური ოპოზიციის აქციაზე მყოფების მხრიდან თავდასხმას და უმძიმეს შეურაცხყოფებს, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„ჩემი სოლიდარობა ტელეკომპანია TV Imedi -ს და არხის ყველა ჟურნალისტს!
რადიკალურმა ოპოზიციამ კიდევ ერთხელ კარგად გამოაჩინა თავისი რეალური სახე - თავდასხმა მედიაზე, შეურაცხყოფა და ბულინგი მათგან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ.
ოპოზიციის ლიდერები აქეზებენ ახალგაზრდებს შეურაცხმყოფელი საქციელისკენ.
ძალადობა
დაუშვებელია!“, - წერს იგი.

ტელეკომპანია „იმედმა“ უსაფრთხოების მიზნით საპროტესტო აქციიდან გადამღები ჯგუფების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო, ვინაიდან შეუძლებელი გახდა ადგილზე მუშაობა. დაზიანებულია „იმედის“ ტექნიკა, უმძიმეს შეურაცხყოფას აყენებდნენ ჟურნალისტებს. მეგი ნარსავიძეს და მასთან ერთად მომუშავე ოპერატორს რადიკალებმა წყალი შეასხეს.

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ კი „იმედის“ ჯგუფს ასე მიმართა - გისურვებთ 7 ნოემბერს.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან ნიკოლეიშვილი: საქართველოს ჰყავს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება, რომლის ლეგიტიმაციაზე ეჭვები მხოლოდ უბადრუკ, კორუმპირებულ და მტრულად განწყობილ პოლიტიკანებს აქვთ
გია აბაშიძე: საქართველოს ფინანსურ-ეკონომიკური უწყებების ხელმძღვანელები აშშ-ში მართავენ მოლაპარაკებებს თანამშრომლობის გაღრმავებაზე, რაღაც არ იგრძნობა ეს ე.წ. იზოლაცია
ზურაბ ქადაგიძე: ვიცე-პრემიერის და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შტატებში ვიზიტი და უმაღლეს საფინანსო ინსტიტუტებთან შეხვედრები, კიდევ ერთი ხაზგასმაა, საქართველოს, როგორც ევროპა აზიის გზაჯვარედინის როლისა
გიორგი ცუცქირიძე სამთავრობო გუნდის აშშ-ში ვიზიტზე: ნიშანდობლივია, რომ სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, დაიწყო საქართველოს ეკონომიკური ბლოკისა და ეროვნული ბანკის პირველი პირების ვიზიტი
ზაალ ანჯაფარიძე: სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო იმისთვისაა, რომ ორგანიზაციებს ეროვნული დაფინანსების წყარო გაუჩნდეთ. 20 მილიონი დიდი თანხა არაა, მაგრამ საკმარისია, რომ სამოქალაქო აქტივიზმი ქვეყანაში არ იყოს მიბმული უცხოურ ფულზე
არქივი