ზურაბ ქადაგიძე რადიკალური ოპოზიციის აგრესიულ მხარდამჭერებზე: ყველა ამ ფაშისტმა ნაძირალამ უნდა აგოს პასუხი ისე სამაგალითოდ, რომ მეორედ არც კი გაბედოს ამდენის მირთმევა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
111 19 ნოემბერი 2024, 23:08

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერთა მიერ „იმედის“ ჟურნალისტზე თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც ზურაბ ქადაგიძე წერს, ყველა ამ ფაშისტმა ნაძირალამ პასუხი სამაგალითოდ უნდა აგოს.

„გუშინ წერდა ერთი - იდიოტი ბავშვი, შეიძლება არც იცოდა, ექვთიმე თაყაიშვილის საფლავი თუ იყოო...

არც სულელები არიან და არც ინფანტილური ბავშვები, ჩვეულებრივი „ჰიტლერიუგენდია"- ფაშისტები, მოძალადეები, რომელთაც ფაშისტური სიმბოლოც გამოისახეს მკლავზე და ნება რომ დართო, ნახევარი საქართველოსგან საპნებს გამოწურავენ და ნახევარზე, ბიოლოგიურ ექსპერიმენტებს ჩაატარებენ!

ასე რომ - ბავშვები და საყვარელი ონავრები „გრამოფონშია".

ყველა ამ ფაშისტმა ნაძირალამ უნდა აგოს პასუხი ისე სამაგალითოდ, რომ მეორედ არც კი გაბედოს ამდენის მირთმევა, ხოლო იმ ოთხ მოღალატე პარტიის მიმართ, რომლის კისერზეცაა სამშობლოს დეკლარირებული ღალატი და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟი, პირველივე საპარლამენტო სხდომის შემდეგ მანდატების გაუქმების პროცედურა და სისხლის სამართლის საქმის წარმოება უნდა დაიწყოს!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიფ სთეითის აგენტურა მაინც ებღაუჭება იმედს, რომ ქართველები სულელები ვართ - დავუშვათ, გაუქმდა უვიზო მიმოსვლა, რატომ დაიქცევა ქვეყანა? "ნაცების" დროს რომ არ გვქონდა და მაინც აყვავებულები ვიყავით?
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარების სანაცვლოდ, ბრიუსელი უკრაინისგან ითხოვს გააგრძელოს ომი რუსეთთან სადამდეც შეუძლია
რადიკალები გამოხატავენ არა ხალხის ნებას, არამედ გლობალური მოთამაშეების ხელში პაიკების როლს ასრულებენ
დავით ქართველიშვილი რომის პაპ ფრანცისკეზე: მან გააფრთხილა ევროკავშირის მესვეურები, რომ მათი პოლიტიკა, მიმართულია წევრ-სახელმწიფოებში იდენტობის დაკნინებისკენ
სულ ცოტა ხანში სლოგანი "ევროპას - კი, ევროკავშირს - არა" მოედება კონტინენტის მთელ სივრცეს...
არქივი