გრეტა წიწავა: „7 ნოემბრის" შემქმნელებმა, აწ უკვე ოპოზიციაში, ისევ „7 ნოემბერი" უსურვეს „იმედს“. სწორედ ეს არის „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნების ჟინი-არ დასრულებული წამების დასრულება, დატერორებული ხალხი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
95 19 ნოემბერი 2024, 22:22
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გრეტა წიწავა ტელეკომპანია „იმედის" გადამღები ჯგუფის მიმართ რადიკალური ოპოზიციის აქციაზე მყოფების მხრიდან თავდასხმას და უმძიმეს შეურაცხყოფებს, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

გრეტა წიწავა სოლიდარობას უცხადებს „იმედს" და ჟურნალისტ მეგი ნარსავიძეს.

„7 ნოემბრის" შემქმნელებმა, აწ უკვე ოპოზიციაში, ისევ "7 ნოემბერი" უსურვეს იმედს. სწორედ ეს არის ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნების ჟინი- არ დასრულებული წამების დასრულება, დატერორებული ხალხი, დაშანტაჟებული ბიზნესი და დარბეული მედია! ესენი არიან ქართული პოლიტიკის შავი ლაქა!
ჩემი სოლიდარობა ტელეკომპანია " იმედს" და Megi Narsavidze ს“, - წერს იგი.

ტელეკომპანია „იმედმა“ უსაფრთხოების მიზნით საპროტესტო აქციიდან გადამღები ჯგუფების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო, ვინაიდან შეუძლებელი გახდა ადგილზე მუშაობა. დაზიანებულია „იმედის“ ტექნიკა, უმძიმეს შეურაცხყოფას აყენებდნენ ჟურნალისტებს. მეგი ნარსავიძეს და მასთან ერთად მომუშავე ოპერატორს რადიკალებმა წყალი შეასხეს.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: ვიცე-პრემიერის და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შტატებში ვიზიტი და უმაღლეს საფინანსო ინსტიტუტებთან შეხვედრები, კიდევ ერთი ხაზგასმაა, საქართველოს, როგორც ევროპა აზიის გზაჯვარედინის როლისა
გიორგი ცუცქირიძე სამთავრობო გუნდის აშშ-ში ვიზიტზე: ნიშანდობლივია, რომ სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, დაიწყო საქართველოს ეკონომიკური ბლოკისა და ეროვნული ბანკის პირველი პირების ვიზიტი
ზაალ ანჯაფარიძე: სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო იმისთვისაა, რომ ორგანიზაციებს ეროვნული დაფინანსების წყარო გაუჩნდეთ. 20 მილიონი დიდი თანხა არაა, მაგრამ საკმარისია, რომ სამოქალაქო აქტივიზმი ქვეყანაში არ იყოს მიბმული უცხოურ ფულზე
ედიშერ გვენეტაძე: არალეგიტიმურიას ბღავილის ფონზე, საქართველოს დელეგაცია ეწვია აშშ-ში საერთაშორისო სავალუტო ფონდს და საქართველოს ეწვია ეუთოს გენმდივანი, რამაც წყობიდან გამოიყვანა თამაშგარედ დარჩენილი მეხუთე კოლონელები
საქართველოს საფინანსო-ეკონომიკური პოლიტიკა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან სრულად იქნა მხარდაჭერილი. ყველაფერს ვაშინგტონიდან „მწვანე შუქი" აუნთეს
არქივი