21
18 ნოემბერი 2024, 23:10
მთავარია, როგორც უკანასკნელი ტურის შეხვედრას შეეფერება, დიდი მოტივაცია და აგრესია გამოვიჩინოთ და ფოკუსირებული ვიყოთ მხოლოდ საკუთარ თავზე, - განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლიმ პრესკონფერენციაზე.
ჩეხეთთან ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩამდე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მოახლოებულ შეხვედრასთან დაკავშირებულ მოლოდინებზე ისაუბრა.
„თბილისში ჩეხებთან ჩატარებული მატჩისგან განსხვავებით, ამ თამაშს სრულიად განსხვავებული კონტექსტი ექნება. სექტემბრის შემდეგ მეტოქემ თამაშის ხარისხი გამოასწორა, მაგრამ ამას ზედმეტ ყურადღებას არ მივაქცევთ. მთავარია, როგორც უკანასკნელი ტურის შეხვედრას შეეფერება, დიდი მოტივაცია და აგრესია გამოვიჩინოთ და ფოკუსირებული მხოლოდ საკუთარ თავზე ვიყოთ“, - განაცხადა ვილი სანიოლიმ.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |