15
18 ნოემბერი 2024, 18:37
ჩვენ ვთანამშრომლობთ და ვითანამშრომლებთ ყველა ტიპის გამოძიებასთან, რომელიც იქნება მოწოდებული იმისკენ, რომ საბოლოოდ გაირკვეს ობიექტური ჭეშმარიტება, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ, საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე პროკურატურაში მიმდინარეო გამოძიებასთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც საგამოძიებო ორგანოს თავად ცესკომ მიმართა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საბოლოოდ ამ საკითხთან დაკავშირებით მანიპულაციერბი დასრულდეს და ყველა კითხვას პასუხი გაეცეს.
„ფაქტი არის ის, რომ სწორედ საარჩევნო ადმინისტრაცია იყო ინიციატორი გამოძიების დაწყების. საქმე გვქონდა ბრალდებებთან, რომელიც უკავშირდება სისხლის სამართლის კოდექსით რეგულირებულ ურთიერთობებს. ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ გამოძიებას, რათა საბოლოოდ გაეცეს ყველა შესაძლო კითხვას პასუხი. სხვაგვარად ეს არის წარმოუდგენელი და რა თქმა უნდა, ჩვენ ვთანამშრომლობთ და ვითანამშრომლებთ ყველა ტიპის გამოძიებასთან, რომელიც იქნება მოწოდებული იმისკენ, რომ საბოლოოდ გაირკვეს ობიექტური ჭეშმარიტება“, - განაცხადა გიორგი შარაბიძემ.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |