მამუკა მდინარაძე: განცხადებები პარლამენტიდან გასვლაზე კანონის დარღვევით იმიტომ დაწერეს, რომ მერე კანონის დაცვით აღარ დაწერონ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
33 18 ნოემბერი 2024, 18:02
განცხადებები პარლამენტიდან გასვლაზე კანონის დარღვევით იმიტომ დაწერეს (ახლა დაწერილს არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს), რომ მერე კანონის დაცვით აღარ დაწერონ და პარლამენტიდან გასვლა მართლა არ მოუწიოთ. სულ ესაა აგენტურული ოპოზიციის მორიგი თაღლითობა, რომელიც უმარტივესად იშიფრება, - წერს სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე. 

მისივე თქმით, მართლა აპირებს თუ არა ოპოზიცია მანდატებზე უარის თქმას, პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ გამოჩნდება. 

"განცხადებები პარლამენტიდან გასვლაზე კანონის დარღვევით იმიტომ დაწერეს (ახლა დაწერილს არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს), რომ მერე კანონის დაცვით აღარ დაწერონ და პარლამენტიდან გასვლა მართლა არ მოუწიოთ. სულ ესაა აგენტურული ოპოზიციის მორიგი თაღლითობა, რომელიც უმარტივესად იშიფრება. მანდატებზე უარს მართლა თუ აპირებენ, უფლებამოსილების ცნობის შემდეგ გამოჩნდება", - წერს მამუკა მდინარაძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დილით ამბობენ, გვაქვს უამრავი მტკიცებულება, საღამოს პროკურატურიდან გამოდიან და ამბობენ, რომ ვერაფერი მიიტანეს. მათმა პატრონებმაც უცხოეთში და მხარდამჭერებმაც საქართველოში, ხელი ჩაიქნიეს
პრეზიდენტის და პარლამენტის წევრთა სარჩელები ერთდროულად განიხილება - განხილვის მაქსიმალური ვადა ერთი თვეა, დაჩქარებული წესის საჭიროება არ არის
მამუკა მდინარაძე ოპოზიციის უარზე ითანამშრომლოს პროკურატურასთან არჩევნების ეგრეთ წოდებული გაყალბების საქმეზე: არ თანამშრომლობენ, შეიძლება, სწორი ტერმინიც არ იყოს, ვერ ითანამშრომლებენ, ვერსიაც კი არ გააჩნიათ
ცესკო საქართველოს პარლამენტის ახალარჩეულ წევრებს დროებით მოწმობებს გადასცემს
ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ გამოძიებას, რათა საბოლოოდ გაეცეს ყველა შესაძლო კითხვას პასუხი
არქივი